შპს „სადაზღვევო ბროკერი ინშეარი 2“-ის სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე

შპს „სადაზღვევო ბროკერი ინშეარი 2“-ის სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 06/6-რ
დოკუმენტის მიმღები სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 11/10/2023
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2023
სარეგისტრაციო კოდი
06/6-რ
11/10/2023
ვებგვერდი, 17/10/2023
შპს „სადაზღვევო ბროკერი ინშეარი 2“-ის სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №06/6-რ

2023 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „სადაზღვევო ბროკერი ინშეარი 2“-ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე

„დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტისა და 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 24 დეკემბრის №40 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის  გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების“ მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე წესის მე-7 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 02 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. შპს „სადაზღვევო ბროკერი ინშეარი 2“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400365341) რეგისტრირებულ იქნეს სადაზღვევო ბროკერად და მიენიჭოს შემდეგი სარეგისტრაციო ნომერი: 012062.

2. ეს ბრძანება მისი ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და დაუყოვნებლივ გადაეცეს შპს „სადაზღვევო ბროკერი ინშეარი 2“-ს.

3. შპს „სადაზღვევო ბროკერი ინშეარი 2“-ის სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის, ელექტრონულ რეესტრში) ამ ბრძანების ხელმოწერიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

4. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                     დავით ონოფრიშვილი