დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/398 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/10/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.22.024.016826 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, №117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22. 025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება და 52-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 53-ე მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 53. ახლად აშენებული ელექტროსადგურის მიერ 2023 წლის სექტემბრის თვეში გამომუშავებული ელექტროენერგიის ანგარიშსწორების მონაცემთა ბაზებში ასახვა 1. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 ოქტომბრის №1805 განკარგულების საფუძველზე, საქართველოში ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და შესაბამის პირებს შორის გაფორმებულ იმპლემენტაციის ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებები შესაბამისმა პირმა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა ასახონ მათ შორის გაფორმებულ „ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულებაში, ხოლო დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უზრუნველყოს აღნიშნული ცვლილების რეგისტრაცია. 2. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 ოქტომბრის №1805 განკარგულების საფუძველზე, საქართველოში ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და შესაბამის პირებს შორის გაფორმებულ იმპლემენტაციის ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებები ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა უნდა ასახოს 2023 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდის ანგარიშსწორების მონაცემთა ბაზაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები