დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესის დადგენის შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2022 წლის 18 ივლისის №20 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო |
| მიღების თარიღი | 16/10/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140000000.65.077.016018 |
|
„პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესის დადგენის შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2022 წლის 18 ივლისის №20 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მარტის №157 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესის დადგენის შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2022 წლის 18 ივლისის №20 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი: „უ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო.“; ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) აუდიტის განხორციელების თარიღების დაგეგმვას აუდიტის ობიექტის წამყვანი თანამშრომლების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით;“; გ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები: „დ) აუდიტის კომპლექსურობის და სირთულის გათვალისწინებით აუდიტის განხორციელების პროცესში ავტორიზებული ორგანიზაციის ჩართვას; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.“; დ) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. სააგენტო, აუდიტის კომპლექსურობის და სირთულის გათვალისწინებით, უფლებამოსილია აუდიტის ჯგუფში სახელშეკრულებო, კომერციულ საწყისზე მოიწვიოს ორგანიზაცია, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გავლილი აქვთ ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის განხორციელების ავტორიზაცია. ასეთ შემთხვევაში ორგანიზაცია აუდიტის პროცესში მონაწილეობს სააგენტოს სახელით და მისი ქმედებების კანონიერებაზე და ეფექტიანობაზე პასუხისმგებელია სააგენტო.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები