„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 371
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017741
371
12/10/2023
ვებგვერდი, 13/10/2023
190040000.22.033.017741
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №371

2023 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხლი 1871) დამტკიცებულ:

1. დანართ №2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ამოღებულ იქნეს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველები:

„944

4584

ა(ა)იპ  – დედოფლისწყოროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრი;

1333

4973

ა(ა)იპ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრი“;“

 

ბ) ბიუჯეტის განმკარგველის – 5165 – „ა(ა)იპ – ონის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების ქსელის მოვლა-შენახვის ცენტრი“ შემდეგ დაემატოს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველი:

„15206

5166

ა(ა)იპ ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი“;“

 

2. დანართ №3-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და „მოსაკრებელი ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვაზე“ - 3102 - ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის მოსაკრებელი“

3102“.“

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი კაკაურიძე