საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 10 სექტემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"

  • Word
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 10 სექტემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 132
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 21/01/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 25/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.007.031
  • Word
132
21/01/2005
სსმ, 8, 25/01/2005
040.150.000.22.027.007.031
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 10 სექტემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.007.031

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №132

2005 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 10 სექტემბრის    №1101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 10 სექტემბრის №1101 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ” დებულების (სსმ III, №99, 2004 წ., მუხ. 853) 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე გასაუბრებაში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალკ-ცალკე. კომისიას უფლება აქვს კანდიდატს გაუწიოს ზოგადი რეკომენდაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რომელიმე სტრუქტურულ ქვედანაყოფში ან ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში მისი დანიშვნის მიზანშეწონილობის შესახებ, ვაკანტური თანამდებობის დაკონკრეტების გარეშე.”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი