,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 245
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 182, 23/12/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.10.003.001.189
  • Word
245
17/12/2008
სსმ, 182, 23/12/2008
010.240.010.10.003.001.189
,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №245

2008 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. “ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, “საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №70, მუხლი 624) დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მისი არყოფნისას, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს ასრულებს პირველი ვიცე-პრემიერი, ხოლო აგრეთვე მისი არყოფნისას – ვიცე-პრემიერი.“;

ბ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 13.

1. მთავრობის სხდომების ორგანიზებისათვის აუცილებელ წინამოსამზადებელ ღონისძიებებს ახორციელებს მთავრობის კანცელარია.

2. მთავრობის სხდომაზე განსახილველი, დადგენილი წესით შეთანხმებული საკითხები თანდართულ პროექტებთან და მასალებთან ერთად მთავრობის კანცელარიას უნდა ჩაბარდეს მთავრობის სხდომამდე არა უგვიანეს 5 დღისა. მთავრობის წევრები, შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებათა ხელმძღვანელები ვალდებული არიან კონტროლი გაუწიონ მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი მასალების სიზუსტესა და კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და ვადების დაცვას.

3. მთავრობის სხდომაზე განსახილველად დადგენილი წესით წარმოდგენილი პროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით მთავრობის კანცელარიაში იმართება მთავრობის სხდომის წინამოსამზადებელი თათბირი, როგორც წესი, ხუთშაბათობით და ორშაბათობით, 18:00 საათზე.

4. წინამოსამზადებელ თათბირს ესწრებიან მთავრობის კანცელარიის უფროსი, მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მოადგილეები, ასევე წინასწარ განსაზღვრული სხვა თანამდებობის პირები. გამონაკლის შემთხვევებში თათბირს მინისტრის (სახელმწიფო მინისტრის) მოადგილის ნაცვლად შეიძლება დაესწროს შესაბამისი უწყების უფლებამოსილი თანამდებობის პირი მთავრობის კანცელარიასთან წინასწარი შეთანხმებით. წინამოსამზადებელ თათბირს უძღვება მთავრობის კანცელარიის უფროსი ან მისი არყოფნისას – მთავრობის კანცელარიის უფროსის პირველი მოადგილე.

5. წინამოსამზადებელ თათბირზე საკითხის (სამართლებრივი აქტის პროექტის) წარმომდგენს საპრეზენტაციოდ ეძლევა 5 წუთი. წინამოსამზადებელ თათბირზე ფორმდება ოქმი, რომლის მომზადებასაც უზრუნველყოფს მთავრობის კანცელარიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

6. წინამოსამზადებელი თათბირის მონაწილე ე.წ. შეთანხმების ფურცელზე ხელმოწერით ადასტურებს თავისი უწყების პოზიციას კონკრეტულ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით (ეთანხმება, ეთანხმება შენიშვნით, არ ეთანხმება).

7. წინამოსამზადებელ თათბირზე შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილის (უფლებამოსილი პირის) არყოფნისას საკითხი ავტომატურად ითვლება შეთანხმებულად შესაბამის უწყებასთან.

8. მთავრობის სხდომაზე განსახილველი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი დადგენილი წესით შეთანხმებულ უნდა იქნეს იუსტიციის სამინისტროსთან და მთავრობის კანცელარიის იურიდიულ დეპარტამენტთან, საფინანსო-საბიუჯეტო ხასიათის საკითხი – ასევე ფინანსთა სამინისტროსთან, ხოლო სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავ-შირებული საკითხი – ასევე ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან. ამასთან, წარმოდგენილი საკითხი მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეიტანება მხოლოდ წინამოსამზადებელ თათბირზე დამსწრეთა უმრავლესობასთან შეთანხმების შემდეგ.

9. მთავრობის სხდომაზე განსახილველად დადგენილი წესის დაუცველად წარმოდგენილი მასალები სათანადო წერილით უბრუნდებათ მათ ავტორებს არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად.

10. წინამოსამზადებელი თათბირის ჩატარების ორგანიზაციული და სხვა პროცედურული საკითხები წესრიგდება მთავრობის კანცელარიის უფროსის ბრძანებით.“;

გ) რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131  მუხლი:

    მუხლი 131.

1. წინამოსამზადებელი თათბირის რეკომენდაციის შესაბამისად მომზადებული მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად წარედგინება პრემიერ-მინისტრს, რომელიც ამტკიცებს მას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც მთავრობის სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი.

2. მთავრობის სხდომის დამტკიცებულ დღის წესრიგში დამატებითი საკითხები აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთების არსებობისას, გამონაკლისის წესით შეიძლება შეტანილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის გადაწყვეტილებით (თანხმობით).

3. მთავრობის სხდომის დღის წესრიგი თანდართულ მასალებთან ერთად მთავრობის სხდომამდე ერთი დღით ადრე გადაეცემათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს პარლამენტს, მთავრობის წევრებს, მთავრობის კანცელარიის უფროსს, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირებს – წინასწარ განსაზღვრული სიის მიხედვით.

4. მთავრობის წევრის დასაბუთებული მოთხოვნა დღის წესრიგიდან საკითხის ამოღების შესახებ პრემიერ-მინისტრს უნდა წარედგინოს მთავრობის სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი დღისა, ან განსაკუთრებულ შემთხვევაში – მთავრობის სხდომაზე.“;

დ) 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. წარმოდგენილი პროექტის განსახილველად მომზადებისათვის მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტი და შესაბამისი ქვედანაყოფი ახორციელებს პროექტის საბოლოო ექსპერტიზას, როგორც წესი, 5 დღეში.“.

2. რეგლამენტის მე-13 და 131  მუხლებით განსაზღვრული წესი აგრეთვე ვრცელდება საქართველოს მთავრობის რეგლამენტის VIII და X თავებით მოწესრიგებულ ურთიერთობებზე.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი