დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 ივნისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 396 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 10/10/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 430040000.10.003.024229 |
|
„ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 ივნისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 ივნისის №337 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/06/2022, 430040000.10.003.023548) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის“:
1. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დროს რეგისტრირებული/ასახული მონაცემების ცვლილება დაწესებულებისა და გაერთიანების მიერ შესაძლებელია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით პირველადი რეგისტრაციისათვის გათვალისწინებულ ვადაში, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით პირველადი რეგისტრაციისათვის გათვალისწინებულ ვადაში, გარდა ამ მუხლის 71 და 72 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევისა.“. 2. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები: „71. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადების გასვლის შემდგომ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული დაწესებულება, გაერთიანება ან ინდივიდუალური მეწარმე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ველში ასახული ინფორმაციის შეცვლის ან/და მისამართის დამატების შემთხვევაში ვალდებულია, შესაბამისი მონაცემების ასახვა განახორციელოს ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. 72. ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაფუძნებული იურიდიული პირის რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში, ამ წესის მე-3 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაციის/მონაცემების ასახვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, პირველადი რეგისტრაციის ეტაპზე რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმის/ინდივიდუალური მეწარმეების პირადი ნომრის/ნომრების მითითებით.“. 3. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ასახული ინფორმაცია ინახება 2030 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები წაიშლება.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები