ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის პირველი ქუჩისათვის ბაჯიხევის ქუჩის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის პირველი ქუჩისათვის ბაჯიხევის ქუჩის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
დოკუმენტის ნომერი გ-93. 932327912
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/10/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.167.016015
გ-93. 932327912
06/10/2023
ვებგვერდი, 10/10/2023
000000000.00.167.016015
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის პირველი ქუჩისათვის ბაჯიხევის ქუჩის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №გ-93.932327912

 2023 წლის 6 ოქტომბერი

ქ. ლაგოდეხი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის პირველი ქუჩისათვის ბაჯიხევის ქუჩის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1ივნისის №239 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით:

მუხლი 1

მიენიჭოს ბაჯიხევის ქუჩის სახელი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის პირველ ქუჩას, თანდართული რუკის შესაბამისად.

მუხლი 2

ამ განკარგულების საფუძველზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

ეს განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად.

მუხლი 4

განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 5

განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 

საკრებულოს თავმჯდომარე (მოვალეობის შემსრულებელი)                          კარლო ჯამბურია