ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის მეორე ქუჩისათვის ირის ქუჩის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის მეორე ქუჩისათვის ირის ქუჩის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
დოკუმენტის ნომერი გ-93. 93232794
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/10/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.167.016014
გ-93. 93232794
06/10/2023
ვებგვერდი, 10/10/2023
000000000.00.167.016014
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის მეორე ქუჩისათვის ირის ქუჩის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №გ-93, 93232794

2023 წლის 6 ოქტომბერი

ლაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის მეორე ქუჩისათვის ირის ქუჩის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით:

მუხლი 1

მიენიჭოს ირის ქუჩის სახელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის მეორე ქუჩას, თანდართული რუკის შესაბამისად.

მუხლი 2

ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

ეს განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად.

მუხლი 4

განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 5

განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი:

ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარის                                                                                                    

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                 ივანე ხაჩიძე