დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის მესამე ქუჩისათვის დავით აღმაშენებლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-93. 93232793 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/10/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.167.016013 |
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის მესამე ქუჩისათვის დავით აღმაშენებლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით:
მუხლი 1 მიენიჭოს დავით აღმაშენებლის სახელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის მესამე ქუჩას(ცენტრალური ქუჩის პარალელური ქუჩა), თანდართული რუკის შესაბამისად. მუხლი 2 ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3 ეს განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად. მუხლი 4 განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 5 განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.
საკრებულოს თავმჯდომარე (მოვალეობის შემსრულებელი) ივანე ხაჩიძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები