ქალაქ ლაგოდეხში მდებარე თავისუფლების I შესახვევისათვის სახელის გადარქმევისა და ბატხრიონის ქუჩის სახელის დარქმევის (სახელდების) შესახებ

ქალაქ ლაგოდეხში მდებარე თავისუფლების I შესახვევისათვის სახელის გადარქმევისა და ბატხრიონის ქუჩის სახელის დარქმევის (სახელდების) შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-93. 93232795
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/10/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.167.016012
გ-93. 93232795
06/10/2023
ვებგვერდი, 10/10/2023
000000000.00.167.016012
ქალაქ ლაგოდეხში მდებარე თავისუფლების I შესახვევისათვის სახელის გადარქმევისა და ბატხრიონის ქუჩის სახელის დარქმევის (სახელდების) შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-93.93232795

2023 წლის 6 ოქტომბერი

ქალაქ ლაგოდეხში  მდებარე თავისუფლების I  შესახვევისათვის სახელის გადარქმევისა და ბახტრიონის ქუჩის  სახელის დარქმევის (სახელდების) შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს განკარგულებით:     

მუხლი 1

გადაერქვას სახელი ქალაქ ლაგოდეხში  მდებარე თავისუფლების I შესახვევს და დაერქვას ბახტრიონის ქუჩა თანდართული რუკის შესაბამისად.      

მუხლი 2

ამ განკარგულების საფუძველზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი  თვის ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

ეს განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ – ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად.

მუხლი 4

განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი  5

განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარის (მოვალეობის შემსრულებელი)                             ივანე ხაჩიძე