სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების, რომელთა ფინანსირება რეგულირდება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 12.02.01წ. №1-3/77 ბრძანებით, დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 06/01/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 17/01/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 29/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.024.007.018
  • Word
1-1/3
06/01/2005
სსმ, 5, 17/01/2005
190.040.000.22.024.007.018
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების, რომელთა ფინანსირება რეგულირდება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 12.02.01წ. №1-3/77 ბრძანებით, დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.024.007.018

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/3

2005 წლის 6 იანვარი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების, რომელთა ფინანსირება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესის შესახებ” საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 12.02.01წ. №1-3/77 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების” მე-7 მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით, ვბრძანებ:

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 12.02.01წ. №1-3/77 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (საქ. საკანონმდებლო მაცნე III, 2001 წელი; №13, მუხ.128) “სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების, რომელთა ფინანსირება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესის შესახებ” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს (შემდგომში – ორგანო) ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერა ხდება ორგანოს ხელმძღვანელი პირის წარდგინებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ან მისი ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილებით.

2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოზე დაქვემდებარებული უწყების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ორგანიზაციის და დაწესებულების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერა ხდება უწყების (სსიპ-ის, ორგანიზაციის, დაწესებულების) სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობის და სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილებით.

3. გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების (ვადამდელი) ჩამოწერის საკითხს განიხილავს სამინისტროში არსებული მუდმივმოქმედი კომისია საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ფინანსთა სამინისტროებისა და სტატისტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლების მონაწილეობით. ანალოგიური კომისიები იქმნება სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების მონაწილეობით.“.

2. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“6. ჯართის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნებით და საკონკურსო საწყისებზე (კონკურსი ან აუქციონი). კონკურსის ან აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს (უწყების, სსიპ-ის) და სამინისტროს (ან მისი ტერიტორიული ორგანოს) ერთობლივი კომისია.”.

3. დაევალოს სამინისტროს შესაბამის სამსახურს აღნიშნული ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დადგენილი წესით რეგისტრაცია.

4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი