„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 365
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017739
365
09/10/2023
ვებგვერდი, 10/10/2023
200090000.22.033.017739
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №365

2023 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  112 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 113 მუხლი:

„მუხლი 113. საწარმოს პარტნიორთა/მონაწილეთა შესახებ ინფორმაციის წარდგენა

1. საწარმო ვალდებულია პარტნიორთა/მონაწილეთა (მათ შორის, პარტნიორთა/მონაწილეთა შემადგენლობაში ცვლილების) შესახებ ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში წარადგინოს ამ ინსტრუქციის  №I-071 დანართის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საწარმო საგადასახადო ორგანოში წარადგენს არაუგვიანეს ყოველი საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 30 იანვრისა, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. პარტნიორთა/მონაწილეთა შემადგენლობაში ცვლილების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება ცვლილების განხორციელებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი კალენდარული წლის მომდევნო წლის 30 იანვრისა.

4. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულება არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სამეწარმეო საზოგადოებებზე, ასევე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირზე, ორგანიზაციაზე (მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციაზე) და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ ამხანაგობაზე.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს  საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

6. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა, თუ პირი, დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ, მაგრამ საგადასახადო ორგანოს მიერ უზუსტობის გამოვლენამდე ან ამ მიზნით საგადასახადო კონტროლის ღონისძიების ჩატარების შესახებ შეტყობინების მიღებამდე, წარმოადგენს შესწორებულ ინფორმაციას.“.

2. 113 მუხლის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №I-071 .

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი