დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე შევსებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 2 სექტემბრის №40 ბრძანებაში ცვლიელების და დამატებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 18/01/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებაა |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 7, 24/01/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290.010.000.24.016.007.035 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.010.000.24.016.007.035
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის
სამსახურის უფროსის ბრძანება №1
2005 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმინობის განხორციელების ყველა ეტაპზე შევსებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 2 სექტემბრის №40 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
I. ,,საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე შევსებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 2 სექტემბრის №40 ბრძანებაში (სსმ III, 1999 წ., №43(50), მუხლი 786) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სიცოცხლის დაზღვევა (1) – 600 000 ლარი, საპენსიო დაზღვევა (2) – განისაზღვრება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 5 ოქტომბრის №42 ბრძანებით (სსმ III, №52(59), 1999 წ., მუხლი 886) ,,საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესი”.
2. მე-2 და მე-3 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მზღვეველი თავისი საქმიანობის დაწყებიდან მისი განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა ფლობდეს მინიმალური საწესდებო კაპიტალის 80%-ს ფულადი ფორმით, განთავსებულს საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში), რისი რეალობის დამადასტურებელ დოკუმენტად ლიცენზიის მაძიებელმა სადაზღვევო კომპანიამ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტი საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) საწესდებო კაპიტალის ფულადი ნაწილის საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების თაობაზე. მზღვეველმა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს აგრეთვე უნდა წარუდგინოს მინიმალური საწესდებო კაპიტალის როგორც ფულადი, ასევე არაფულადი ნაწილის არსებობის დამადასტურებელი აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი.
3. მზღვეველი აგრეთვე ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საწესდებო კაპიტალის ფულადი და არაფულადი ნაწილის არსებობის შესახებ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, ყოველი კვარტალის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო თვის 25 რიცხვისა წარუდგინოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს”.
II. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ცერცვაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები