აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/374
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 26/09/2023
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2023
სარეგისტრაციო კოდი
1-1/374
26/09/2023
ვებგვერდი, 06/10/2023
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

 ბრძანება № 1-1/374

2023 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2023 წლის 07 აგვისტოს №5134/09 და 2023 წლის 15 აგვისტოს №5344/09 განცხადებები 220/110 კვ. „ოზურგეთი-ზოტიჰესის“ ორჯაჭვიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლოს პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის"  ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:

საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) დაფინანსებით, გურიის რეგიონში ახორციელებს საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 მარტის №1-1/108 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გადამცემის ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმით“ გათვალისწინებულ 220/110 კვ. „ოზურგეთი-ზოტიჰესის“ ორჯაჭვიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას (შემდეგში – პროექტი). პროექტის დანიშნულებაა გურიისა და აჭარის რეგიონებში გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერება, მცირე ჰიდროელექტროსადგურებისა და ქსელის საიმედოობის გაზრდა, კერძოდ, ამაღლდება ქვესადგური ბათუმის და აჭარის რეგიონის კვების საიმედოობა და კიდევ უფრო შემცირდება ბათუმის ქვესადგურის ძაბვის პრობლემა. ბათუმის მომარაგება მოხდება ოზურგეთი-ბათუმით და ხორგა-ბათუმით. აღნიშნული გაზრდის სიმძლავრის გატანის შესაძლებლობას ოზურგეთის ქვესადგურიდან. ოზურგეთის ქვესადგურს ასევე დაუკავშირდება ახალი 110 კვ ეგხ ოზურგეთი-ზოტი, რომელიც უზრუნველყოფს გურიის რეგიონის პერსპექტიული ჰესების გენერაციის საიმედო გამოტანას ქსელში. ამრიგად, ახალი 220/110 კვ ეგხ „ოზურგეთი-ზოტიჰესის“ არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის ენერგომომარაგების სტაბილურობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აამაღლებს რეგიონის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას. შესაბამისად,  პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა და მის წარმატებით განხორციელებას მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის. 

პროექტის ზემოქმედების არეალში მოექცა:

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში მდებარე გასან ხურის (C/№: LR2673410)  საკუთრებაში არსებული 3 მიწის ნაკვეთის ნაწილი: №26.16.22.269 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან 35 კვ.მ მიწის ნაკვეთი; №26.16.22.275 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან 316 კვ.მ მიწის ნაკკვეთი და №26.16.22.268 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან 4 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაკვანეთში მდებარე, მიხეილ თოფურიას (პ/ნ 33001064327) საკუთრებაში არსებული  1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის  ნაწილი 185 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ 26.14.14.088.

დასახელებულ პირებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წერილობით ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით  განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც  უარი განაცხადეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“  შუამდგომლობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყებისა  და  აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, თანდართული დოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიიჩნია, დაკმაყოფილდეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შუამდგომლობა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს 220/110 კვ. „ოზურგეთი-ზოტიჰესის“ ორჯაჭვიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლოს პროექტს.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში მდებარე 1000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის   ს/კ №26.16.22.269 მესაკუთრეა  გასან ხური (C/№: LR2673410).       

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა  გასან ხურის საკუთრებაში არსებული – 1000  კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი 35 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ  ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში მდებარე 1000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ №26.16.22.275   მესაკუთრეა გასან ხური (C/№: LR2673410).       

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გასან ხურის საკუთრებაში არსებული – 1000  კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი 316 კვ.მ მიწის ნაკვეთი.   

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ  ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში მდებარე 1000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ №26.16.22.268   მესაკუთრეა გასან ხური  (C/№: LR2673410).  

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა  გასან ხურის საკუთრებაში არსებული – 1000  კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი  4  კვ.მ მიწის ნაკვეთი.   

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაკვანეთში მდებარე 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (მრავალწლიანი ნარგავები)  დანიშნულების მიწის ნაკვეთის  ს.კ №26.14.14.088 მესაკუთრეა მიხეილ თოფურია (პ/ნ 33001064327). 

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა მიხეილ თოფურიას საკუთრებაში არსებული – 1500  კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი 185 კვ.მ მიწის ნაკვეთი.     

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება „ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის“. ვინაიდან, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ვერ ხერხდება მესაკუთრეებთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრეების შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის № 1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2023 წლის  20 სექტემბრის სხდომის ოქმის  საფუძველზე, ვბრძანებ: 

1. 220/110 კვ. „ოზურგეთი-ზოტიჰესის“ ორჯაჭვიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლოს პროექტი  ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ:

1.1 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში მდებარე 1000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ №26.16.22.269. ნაწილზე, 35 კვ.მ მიწის ნაკვეთზე,  მესაკუთრე გასან ხური (C/№: LR2673410). 

1.2 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში მდებარე 1000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №26.16.22.275) ნაწილზე 316 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრე გასან ხური (C/№: LR2673410).

1.3 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში მდებარე 1000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №26.16.22.268) ნაწილზე 4 კვ,მ მიწის ნაკვეთზე,  მესაკუთრე გასან ხური (C/№: LR2673410). 

1.4 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაკვანეთში მდებარე 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (მრავალწლიანი ნარგავები) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (№26.14.14.088) ნაწილზე 185 კვ.მ მიწის ნაკვეთზე,  მესაკუთრე მიხეილ თოფურია (პ/ნ 33001064327). 

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

მინისტრი                                                                                                     ლევან დავითაშვილი