,,პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 97/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 18/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018352
97/ნ
18/10/2023
ვებგვერდი, 19/10/2023
430030000.22.022.018352
,,პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №97/ნ

2023 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

,,პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 05/09/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430030000/22/022/017184) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის“:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. რეგულირების საგანი

პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტის მიღების, ასევე სტუდენტის მიერ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის  საფუძვლებს, წესსა და პირობებს.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აპლიკანტი – ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ან შესაბამისი სახელოვნებო/სასპორტო/სამხედრო პროფესიული განათლების მქონე პირი, რომელსაც წარმატებით აქვს ჩაბარებული  კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით იმ საგნის გამოცდა, რომელიც განისაზღვრება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობად ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე.“;

ბ) „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის ძირითად სწავლის სფეროში შემავალი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებლად, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;

დ) საგნის გამოცდა – „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესით“ გათვალისწინებული საგნის გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შედეგად აპლიკანტი მოიპოვებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე გასვლის უფლებას;“;

გ) „დ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტის ჩარიცხვის საფუძველი

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტის ჩარიცხვის საფუძველია:

ა) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.“.

4. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

,,მუხლი 31. სტუდენტის მიერ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის საფუძველი

საგნის გამოცდისა და  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარების გარეშე, სტუდენტს უფლება აქვს გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, თუ იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის ძირითად სწავლის სფეროში შემავალი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც მოიცავს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას და მას დაფარული აქვს ამ პროგრამით გათვალისწინებული კურსები/საგნები  არანაკლებ 90 კრედიტის მოცულობით.“.

5. მე-2 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტის მიღება“.

6.  მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შესაბამის პროგრამაზე აპლიკანტთა ჩარიცხვის წლის 1 თებერვლიდან 15 თებერვლამდე აცხადებს აპლიკანტთა მიღებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომ – მართვის სისტემა) სპეციალური პროგრამის გამოყენებით.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) ვებგვერდის მისამართი;

ა.დ) საკონტაქტო პირ(ებ)ის ვინაობა მათი ტელეფონების მითითებით;“;

ბ.ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ინფორმაცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ;

ე) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების ჯამური რაოდენობა და ამ ადგილების განაწილება, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადგილების რაოდენობა,  „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესით“ გათვალისწინებული თითოეული საგნის მიხედვით ცალ-ცალკე;“;

ბ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესით“ განსაზღვრული საგანი, რომელშიც პირს წარმატებით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული გამოცდა;“.

ბ.დ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტით, ასევე „ვ“ (გარდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადგილების რაოდენობისა), „ზ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია სპეციალურ პროგრამაში შეიტანება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ხოლო მე-3 პუნქტით განსაზღვრული სხვა ინფორმაციის ასახვას უზრუნველყოფს მართვის სისტემა.“;

დ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგნის გამოცდა  განისაზღვრება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის  შემადგენელი მოდულ(ებ)ის შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების ან/და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

5. „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესით“ გათვალისწინებული თითოეული საგნის მიხედვით განსაზღვრული ადგილების შეუვსებლობის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შეცვალოს  თითოეული საგნის მიხედვით განსაზღვრული ადგილების რაოდენობა ისე, რომ არ შეიცვალოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების ჯამური რაოდენობა;“;

ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მართვის სისტემა  ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სპეციალური პროგრამის მეშვეობით დადასტურებულ ინფორმაციას განათავსებს მართვის სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.“.

7.  მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარების  შემდეგ, აპლიკანტი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, გადის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავად ადგენს მის მიერ განსაზღვრული გამოცდის შინაარსს, ჩატარების ფორმასა და გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებულ პროცედურებს.“.

8. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რანჟირების დოკუმენტში მოხვდება მხოლოდ ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირი.“.

9. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აპლიკანტთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ან სახელოვნებო/სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება რექტორის ერთიანი აქტი, რომელიც იმავე წლის 5 ოქტომბრამდე იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. რექტორის ერთიან აქტში მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესით“ გათვალისწინებული საგანი, რომელიც წარმატებით ჩააბარა აპლიკანტმა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულა.

5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მართვის სისტემაში, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, შესაბამისი წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით წარადგენს ჩარიცხული პირების შესახებ შემდეგ ინფორმაციას, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად:

ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ბ) საგამოცდო (სსიპ – შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი) ნომერი;

გ) ჩაბარებული საგანი საფეხურის მითითებით;

დ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამის მოდული საფეხურის მითითებით;

ე) პროგრამის/მოდულის საფასური;

ვ) დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულა;

ზ) პროგრამაზე/მოდულზე ჩარიცხვის ბრძანების თარიღი;

თ) პროგრამაზე/მოდულზე ჩარიცხვის ბრძანების ნომერი;

ი) არის თუ არა პირი გათვალისწინებული დაწესებულების მიერ დასაფინანსებელთა რაოდენობაში (დიახ/არა);

კ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული სახელწოდება;

ლ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხუთნიშნა უნიკალური კოდი უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიხედვით.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღების შემდგომ, მართვის სისტემა ამოწმებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების მიერ ჩაბარებული საგნის შესახებ ინფორმაციას სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან, რომელიც ვალდებულია, მართვის სისტემას, მიაწოდოს ინფორმაცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირს აქვს თუ არა ჩაბარებული  საგნის გამოცდა ან დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია (დიახ/არა), ჩაბარებული საგნის დასახელება და საგამოცდო (სსიპ – შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი) ნომერი.“.

10. მე-8 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

მუხლი 81. სპეციალურ პროგრამაში არსებული მონაცემების კონფიდენციალობა და შენახვის ვადა

მართვის სისტემის სპეციალური პროგრამა წარმოადგენს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შემადგენელ ელექტრონულ მოდულს და მასზე ვრცელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის №90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-14 მუხლით განსაზღვრული წესები სისტემის უსაფრთხოებასთან, სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასა და სისტემაში ინფორმაციის შენახვის ვადასთან დაკავშირებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი