„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 940
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 20/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120260080.22.027.017428
940
20/10/2023
ვებგვერდი, 23/10/2023
120260080.22.027.017428
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №940

2023 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20/09/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120260080.22.027.016742) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობაზე დასანიშნ/დანიშნულ პირს სპეციალური წოდება, მისი არქონის შემთხვევაში, მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილესა და მინისტრის მოადგილეებს პირველადი/მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება მიენიჭებათ მათი ნების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, კანონით დადგენილ ვადებში და წესით. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე დაწესებულებიდან სამინისტროში გადმოსვლისას წოდების გათანაბრება ხდება ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ნების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

2. დანართი №1-ის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოხელის პირველი რანგის თანამდებობები − დეპარტამენტის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უფროსი სპეციალისტი (მათ შორის, გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი და შიდა აუდიტორი), გარდა პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა (კოორდინატორისა ნოტარიატის მიმართულებით) – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.“.

მუხლი 2
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს შეუნარჩუნდებათ ამ ბრძანების ამოქმედებამდე მათთვის მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდება.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე