„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში (ნაწილი I) ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 24392
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 03/10/2023
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016716
24392
03/10/2023
ვებგვერდი, 06/10/2023
000000000.00.00.016716
„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში (ნაწილი I) ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება № 24392

 2023 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში (ნაწილი I) ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო  კოდექსის  მე-2  მუხლის  მე-5  ნაწილის,  საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  63-ე  მუხლისა  და  „საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1.  „ცალკეულ შემთხვევებში  პირის  საგადასახადო  ვალდებულებების  განსაზღვრის  მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების (ნაწილი I) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ №10 დანართის შესაბამისად.“.

2. „ცალკეულ  შემთხვევებში  პირის  საგადასახადო  ვალდებულებების  განსაზღვრის  მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებას დაემატოს:

ა) დანართი №10 თანდართული რედაქციით.

3. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების (ნაწილი I) პირველი პუნქტის „ე“  „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №5, №6 და დანართი №7 გამოცხადდეს ძალადაკარგულად.

5.  ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

სამსახურის უფროსი                                                     ლევან კაკავა