„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 7 მარტის №47/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 05/32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 05/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016058
05/32
05/10/2023
ვებგვერდი, 05/10/2023
040030000.22.088.016058
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 7 მარტის №47/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №05/32

2023 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 7 მარტის №47/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2021 წლის 16 მარტის №335-IVმს-Xმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 7 მარტის №47/ნ ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07/03/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017671) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ამ დებულების მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომში  მინისტრი).“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. მინისტრი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნის მიზნით შეარჩიოს არანაკლებ 2 კანდიდატი და, საუკეთესო კანდიდატის გამოკვეთის მიზნით, ისინი წარუდგინოს ანსამბლის შემოქმედებით დასს/შემოქმედებით პერსონალს.“;

გ) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

„32. კანდიდატის შესარჩევად, შემოქმედებითი დასი/შემოქმედებითი პერსონალი ატარებს ფარულ კენჭისყრას და იმ კანდიდატს, რომელიც მიიღებს ხმათა უმრავლესობას, წარუდგენს მინისტრს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად.“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ანსამბლის დირექტორს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამხატვრო ხელმძღვანელი.“;

ე) მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს  საშტატო ნუსხასა და ხელფასის ფონდს;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიიოსებ ბაღათურია