დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3561-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 06/10/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/10/2023 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020010.05.001.021073 |
|
„საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.12.2022, სარეგისტრაციო კოდი: 190020010.05.001.020730) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. I–IV თავები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი I საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლები
მუხლი 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
თავი II საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები
მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 18,239,900.00 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადები 16,710,350.00 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გრანტები 279,550.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1,250,000.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
თავი III საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია
მუხლი 7. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 16,899,923.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 8. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3,755,654.9 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3,955,654.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ბ) განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 200,000.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 9. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
თავი IV საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება
მუხლი 10. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-2,415,678.1) ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 11. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-253,155.6) ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 337,200.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
3. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 590,355.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 12. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 2,162,522.5 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 3,281,035.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ა) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ვალდებულებების ზრდა − 1,400,000.0 ათასი ლარის ოდენობით; ბ) განვითარების პოლიტიკის ღონისძიება-2022-ის (DPO-2022) პროგრამის ფარგლებში მსოფლიო ბანკიდან (WB) მისაღები სახსრები − 130,000.0 ათასი ლარის ოდენობით; გ) საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში მსოფლიო ბანკიდან (WB) მისაღები სახსრები − 78,000.0 ათასი ლარის ოდენობით; დ) ირიგაციის სექტორის კლიმატზე მორგებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მისაღები სახსრები: დ.ა) საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) − 41, 000.0 ათასი ლარის ოდენობით; დ.ბ) აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) − 41,000.0 ათასი ლარის ოდენობით; ე) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოსაყოფი გრძელვადიანი საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტები − 1,591,035.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
3. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 1,118,513.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 13. საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2023 წლის ბოლოსთვის არაუმეტეს 31,303.5 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალისა – 22,884.7 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალისა − 8,418.8 მლნ ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
* შენიშვნა: 1. გამოთვლისას გამოყენებულია 2023 წლის 31 აგვისტოს გაცვლითი კურსი: 1 EUR = 2.8621 GEL; 1 SDR = 3.4967 GEL; 100 JPY = 1.7961 GEL; 1 KWD = 8.5308 GEL; 1 USD = 2.6292 GEL. 2. ვალის მოცულობა არ მოიცავს „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ვინაიდან ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების მოცულობა დაუზუსტებელია.
მუხლი 14. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ზღვრული პარამეტრების პროგნოზი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის გათვალისწინებით, იმავე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზღვრული პარამეტრების საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვროს შემდეგნაირად: ა) 2023 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო − 2,346.9 მლნ ლარით, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 3.0%-ს შეადგენს (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 3.0%); ბ) 2023 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა − მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 38.4%-ით, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულების შეფასება (2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით) − მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 0.1%-ით − ჯამი: მშპ-ის 38.5% (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 60%).“. 2. მე-15 მუხლის: ა) 6.20 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 6.21 პუნქტი:
ბ) 10.1.14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) 10.2.3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 10.2.4 პუნქტი:
3. VI და VII თავები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VI საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები
მუხლი 16. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
.
თავი VII ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერები
მუხლი 17. ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერები 1. ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერები განისაზღვროს 532,000.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
* შენიშვნა: დელეგირებულ უფლებამოსილებებს განეკუთვნება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონებით, ბავშვის უფლებათა კოდექსით და სხვა საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილებებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსება. ამ მუხლით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილებების გარდა, 2023 წელს შესაძლებელია განხორციელდეს მუნიციპალიტეტებისათვის საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვის (25 07 – ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია) და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის (32 02 10 – საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა) უფლებამოსილებების დელეგირება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით სხვადასხვა მუნიციპალიტეტისათვის მიზნობრივი ტრანსფერის სახით განსაზღვრული 4,500.0 ათასი ლარის განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. 3. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელშეწყობის მიზნით ამ მუხლის პირველი პუნქტით სხვადასხვა მუნიციპალიტეტისათვის სპეციალური ტრანსფერის სახით განსაზღვრული 37,500.0 ათასი ლარის განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
მუხლი 18. მუნიციპალიტეტის კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების წესი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 1145 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2023 წელს დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები შემოსავლის საპროგნოზო მოცულობის წინა წელთან შედარებით ზრდის მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვროს 25%-ით. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 71-ე და 1145 მუხლების თანახმად თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვროს შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
“. 4. მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შეიქმნას საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი 100,000.0 ათასი ლარის ოდენობით. 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შეიქმნას საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 500,000.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. 5. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 1,596,000.0 ათასი ლარი: ა) ძირითადი თანხის დაფარვისათვის – 1,070,000.0 ათასი ლარი, მათ შორის: ა.ა) ორმხრივი კრედიტებისათვის – 291,800.0 ათასი ლარი; ა.ბ) მრავალმხრივი კრედიტებისათვის – 778,200.0 ათასი ლარი; ბ) პროცენტის გადახდისათვის – 526,000.0 ათასი ლარი, მათ შორის: ბ.ა) ორმხრივი კრედიტებისათვის – 77,700.0 ათასი ლარი; ბ.ბ) მრავალმხრივი კრედიტებისათვის – 411,300.0 ათასი ლარი; ბ.გ) სახელმწიფოს მიერ საგარეო ფასიანი ქაღალდების მომსახურებისათვის – 37,000.0 ათასი ლარი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 6 ოქტომბერი 2023 წ. N3561-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები