სახელმწიფო შესყიდვით შეძენილი და ჰუმანიტარული დახმარების გზით მიღებული ვადაგასული და გაუვარგისებული სამკუნალო საშუალებების ჩამოწერა-განადგურების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 20 აპრილის №168/ნ ბრძანებაში (2001 წლის საკანონმდებლო მაცნე №42, მუხ.320) ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 10/01/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 17/01/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 13/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.007.016
  • Word
1/ნ
10/01/2005
სსმ, 5, 17/01/2005
470.230.000.22.035.007.016
სახელმწიფო შესყიდვით შეძენილი და ჰუმანიტარული დახმარების გზით მიღებული ვადაგასული და გაუვარგისებული სამკუნალო საშუალებების ჩამოწერა-განადგურების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 20 აპრილის №168/ნ ბრძანებაში (2001 წლის საკანონმდებლო მაცნე №42, მუხ.320) ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
სახელმწიფო შესყიდვით შეძენილი და ჰუმანიტარული დახმარების გზით მიღებული ვადაგასული და გაუვარგისებული სამკუნალო საშუალებების ჩამოწერა-განადგურების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 20 აპრილის №168/ნ ბრძანებაში (2001 წლის საკანონმდებლო მაცნე №42, მუხ.320) ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.230.000.22.035.007.016

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №1/ნ

2005 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო შესყიდვით შეძენილი და ჰუმანიტარული დახმარების გზით მიღებული ვადაგასული და გაუვარგისებული სამკურნალო საშუალებების ჩამოწერა-განადგურების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 20 აპრილის №168/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციასთან და, შესაბამისად, ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით (“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №47 დადგენილება) ვადაგასული და გაუვარგისებული სამკურნალო საშუალებების ჩამოწერა-განადგურების მუდმივმოქმედი კომისიის განახლების მიზნით, ვბრძანებ:

1. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში სახელმწიფო შესყიდვით შეძენილი და ჰუმანიტარული დახმარების გზით მიღებული ვადაგასული და გაუვარგისებული სამკურნალო საშუალებების ჩამოწერისა და განადგურების მუდმივმოქმედი კომისია ჩამოყალიბდეს შემდეგი შემადგენლობით:

ა) ლევან ჯუღელი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) თინა ტურძილაძე – წამლის სააგენტოს უფროსი;

გ) იოსებ ლობჟანიძე – მინისტრის აპარატის უფროსი;

დ) გიორგი კერვალიშვილი – საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;

ე) თამთა დემურიშვილი – ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;

ვ) ირაკლი ნატროშვილი – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “წამლის ხარისხის კონტროლის ცენტრის” დირექტორი;

ზ) ელზა გულიაშვილი – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;

თ) ნიკოლოზ აბსანძე – გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;

ი) გიორგი თვალავაძე – სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის უფროსი;

კ) თამაზ კვირკელია – ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;

ლ) ნანა გორგასლიძე – წამლის სააგენტოს აპარატის სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის მდივანი.

2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

,,51. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ჩამოწერა-განადგურება ხორციელდება ,,ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპორტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანების მე-7 დანართის შესაბამისად.”

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი