„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 382
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.024215
382
03/10/2023
ვებგვერდი, 04/10/2023
280120000.10.003.024215
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №382

2023 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №69 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/02/2023, 280120000.10.003.023902) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. №1 დანართის (სოციალური რეაბილიტაციის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამა):

) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამები (კომპონენტები)

პროგრამით, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 16,615.0 ათას ლარს, გათვალისწინებული ქვეპროგრამებია (კომპონენტებია):

ა) დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (შშმ პირები) ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 3,000.0 ათას ლარს; 

ბ) დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 6,624.0 ათას ლარს:

ბ.ა) ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი;

ბ.ბ) აბაზანის/საპირფარეშოს დამხმარე სკამებით უზრუნველყოფის კომპონენტი; 

ბ.გ) საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ბ.დ) სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ბ.ე) ყრუ და სმენის არმქონე შშმ პირთა ვიდეოკონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველყოფის კომპონენტი;

ბ.ვ) ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ბ.ზ) უსინათლოთა ხელჯოხებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

გ) ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 60,0 ათას ლარს;

დ) სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 6,720.0 ათას ლარს:

დ.ა) ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

დ.ბ) შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი მოიცავს:

დ.ბ.ა) შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტს;

დ.ბ.ბ) შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი ინდივიდუალური დახმარებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტს;

დ.გ) ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა 24-საათიანი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

დ.დ) მძიმე და ღრმა შშმ პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტი;

დ.ე) 18 წლისა და მეტი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტი;

დ.ვ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტი; 

ე) ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 35.0 ათას ლარს;

ვ) პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 88.0 ათას ლარს;

ზ) შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 88.0 ათას ლარს.“;

) №1.2 დანართის (დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამამე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 6,624.0 ათასი ლარით.“;

) №1.2.1 დანართის („ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 2,099.0 ათასი ლარით.“;

) №1.2.3 დანართის („საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი“) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ცხრილის III ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

III. თვალის პროთეზირება

 

თვალის სტანდარტული პროთეზი

500

 “; 

) №1.2.4 დანართის („სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი“):

.მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არანაკლებ 3 545 ციფრული სმენის აპარატის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პედიატრიული ციფრული სმენის აპარატის – 225 ერთეულის) გაცემას;“;

.მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,335.0 ათასი ლარით.“;

) №1.4 დანართის („სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“):

.მე-4 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა, ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 616-ს (მათ შორის, 256 ხანდაზმული და 360 შშმ პირი), „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში – 46-ს, „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში – 5-ს, „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში – 12-ს, „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში − 40-ს, „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში – 120-ს,„ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში – ერთდროულად მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა არ აღემატება ქ. ბათუმში – 10 პირს, ქ. ქუთაისში – 15 პირს, ქ. გორში – 24 პირს, ქ. თბილისში – 24 პირს; ქ. სიღნაღში – 15 პირს.“;

.) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 6,720.0 ათასი ლარით.“;

) №1.5 დანართის (ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 35.0 ათასი ლარით.“;

) № 1.6 დანართის (პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 88.0 ათასი ლარით.“;

) №1.7 დანართის (შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 88.0 ათასი ლარით.“.

2. №2 დანართის (ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამა):

) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამით, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 49,935.0 ათას ლარს, გათვალისწინებული ქვეპროგრამებია (კომპონენტებია):

ა) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 3,850.0 ათას ლარს;

ბ) ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 7,100.0 ათას ლარს;

გ) ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 11,900.0 ათას ლარს;

დ) დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (6-დან 18 წლამდე შშმ სტატუსის მქონე და არმქონე ბავშვები) ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 5,300.0 ათას ლარს;

ე) დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 740.0 ათას ლარს;

ვ) მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 12,810.0 ათას ლარს;

ზ) მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 2,800.0 ათას ლარს;

თ) მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 1,300.0 ათას ლარს;

ი) განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 2,035.0 ათას ლარს;

კ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 750.0 ათას ლარს;

ლ) მზრუნველობამოკლებული ბავშვების რეინტეგრაციის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 660.0 ათას ლარს;

მ) სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18 – 21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 280.0 ათას ლარს;

ნ) სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18 – 21 წლამდე ახალგაზრდების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 10.0 ათას ლარს;

ო) ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრის მომსახურების ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 400.0 ლარს.“;

) №2.2 დანართის (ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა):

.მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები (შვიდი წლის შესრულების თვის ჩათვლით, ამასთანავე, შვიდი წლის შესრულებამდე (გარდა გასული 12 თვის მოსარგებლეებისა) დარჩენილი უნდა იყოს, სულ მცირე, 8 თვე), რომლებსაც აქვთ ბავშვთა პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოვლენილი განვითარების ეტაპების დაყოვნება (მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, კომუნიკაციისა და მეტყველების, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური სფეროების განვითარებისა და ადაპტური ქცევის პრობლემა), შეზღუდული შესაძლებლობა ან, ამ მხრივ, რისკი, რაც დადასტურებულია ამ პროგრამის №2.15 დანართში მოცემული ICD-10-ის დიაგნოზებით. ერთი თვის განმავლობაში ფინანსდება არა უმეტეს 36 984 ვიზიტისა, ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიმიტების შესაბამისად, ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილისა და ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, თანდართული ცხრილის თანახმად. ამასთანავე, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია, ვაუჩერის ანაზღაურება იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც გაიცა ან/და რომელიც მითითებული აქვს მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას რეგისტრაციის დროს. ასევე, გეოგრაფიული არეალის მითითების შემთხვევაში, საჭიროა, ორგანიზაციამ მიუთითოს ლიმიტი არა მხოლოდ ბენეფიციართა საერთო რაოდენობის შესახებ, არამედ თითოეულ მუნიციპალიტეტში/სოფელში ბენეფიციარების რაოდენობის შესახებ, რომლებსაც ერთდროულად გაუწევენ მომსახურებას. 

 

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული

ერთი თვის განმავლობაში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობა

ქ. თბილისი

11904

ქ. ქუთაისი

6176

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

1248

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

160

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

928

ქ. ბათუმი

840

მარნეულის მუნიციპალიტეტი

640

ახალციხის მუნიციპალიტეტი

160

გორის მუნიციპალიტეტი

3040

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

960

ქ. რუსთავი

1200

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

1440

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

640

მესტიის მუნიციპალიტეტი

80

თელავის მუნიციპალიტეტი

1960

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

640

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

528

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

160

ქ. ფოთი

360

ხაშურის მუნიციპალიტეტი

720

სენაკის მუნიციპალიტეტი

320

ქ. ახალქალაქი

320

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

800

წალკის მუნიციპალიტეტი

120

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

160

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

240

დმანისის მუნიციპალიტეტი

160

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

200

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

480

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

160

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

120

ტყიბულის მუნიციპალიტეტი

120

 .“;         

 

.მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება7,100.0 ათასი ლარით.“;

) №2.3 დანართის (ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა):

.მე-2 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული რეაბილიტაცია/აბილიტაციის გუნდის მიერ ბავშვის ინდივიდუალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმის შედგენა. ამასთანავე, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით განსაზღვრულ, თერაპიულ ინტერვენციაში შემავალი სეანსების ტიპების/სახეებისა და მათი რაოდენობის განსაზღვრას საერთო ლიმიტის ფარგლებში ახდენს რეაბილიტაცია/აბილიტაციის გუნდი. აღნიშნული გეგმა დასტურდება გუნდის ყველა სპეციალისტისა და ბენეფიციარის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით;“;

.) მე-4 მუხლის:

..პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 11,900.0 ათასილარით.“;

..) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. წლის განმავლობაში სეანსების ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 750 000 სეანსს, ხოლო ერთ ბენეფიციარზე წელიწადში 192 სეანსს.“;

.მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.“;

) №2.4 დანართის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (6-დან 18 წლამდე შშმ სტატუსის მქონე და არმქონე ბავშვები) ქვეპროგრამა“):

.მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 8-18 წლის მოზარდების მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირებული დღის ცენტრის მომსახურება მოიცავს:“;

.) მე-3 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 8-18 წლის მოზარდები:

დ.ა) რომლებიც არიან „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ბენეფიციარები;

დ.ბ) რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში;

დ.გ) რომლებიც არიან „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ბენეფიციარები;

დ.დ) რომელთაც არ აქვთ საშუალო და ღრმა გონებრივი ჩამორჩენა;

დ.ე) ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 37-ს.“;

.მე-4 მუხლის:

..) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 5,300.0 ათასი ლარით.“;

..მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დღის ცენტრების მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერის ტალონები გაიცემა მომსახურების მიღების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე (ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 8-18 წლის მოზარდების მომსახურების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების თვიდან) ან, საჭიროებიდან გამომდინარე, თვეებზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის, მათ შორის, შშმ ბავშვის 18 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე, შშმ სტატუსის მოქმედების ვადის გათვალისწინებით. ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 8 – 18 წლის მოზარდების დღის ცენტრის შემთხვევაში, ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელი, მულტიდისციპლინური გუნდის რეკომენდაციის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას მომსახურებაში ჩართვის ვადის თაობაზე.“;

..მე-5 პუნქტის პრეამბულა დაქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ვაუჩერის ერთ ტალონზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა შშმ ბავშვთა დღის ცენტრში შეადგენს 420 ლარს, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დღის ცენტრში – თვეში 735 ლარს, ხოლო 6-იდან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში – ასანაზღაურებელი თანხა, რომელიც შეადგენს დღეში 12 ლარს, გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვეში ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით) რაოდენობაზე, ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 8 – 18 წლის მოზარდების დღის ცენტრის შემთხვევაში დღეში – 60 ლარს, ამასთანავე:

ა) თუ ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (გარდა არდადეგებისა) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით 20 ლარზე – შშმ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში – 35 ლარზე – მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა შემთხვევაში, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით დღიური ანაზღაურების ოდენობაზე. ამასთანავე, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 8-18 წლის მოზარდების დღის ცენტრის რეგისტრირებული მომსახურების მიმღები ბენეფიციარების ლიმიტით განსაზღვრული ადგილები თავისუფალ სამუშაო დღეებზე ანაზღაურდება 20 ლარით;“;

) №2.6 დანართის („მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 12,810.0 ათასი ლარით.“;

) №2.7 დანართის („მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2,800.0 ათასი ლარით.“;

) №2.9 დანართის („განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“):

.)მე-2 მუხლის:

..) „“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) რთული ქცევის მქონე ბენეფიციარებისათვის, დანართ 1.4-ის მე-7 მუხლის შესაბამისად, შექმნილი მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გამოვლენილი საჭიროებების შემთხვევაში, ასევე მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რომ მიმწოდებელ ორგანიზაციას შესაძლებლობა აქვს ხელშეკრულება გაუფორმოს შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს (გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ერთდროულად 2 ინდივიდუალური მზრუნველისა), რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამის ბენეფიციარებზე ინდივიდუალური ზრუნვის განხორციელებას. ინდივიდუალურ მზრუნველად არ შეიძლება შეირჩნენ მომსახურების მიმღები პირის მშობლები, და-ძმები ან/და მომსახურების მიმღებ პირთან ერთად მუდმივად მცხოვრები პირები, ასევე სასამართლოს მიერ დანიშნული მხარდამჭერი;“;

..) „“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ზედამხედველობას უწევს შემთხვევის მართვის მენეჯერი, რომელიც არის დამოუკიდებელი ქცევის თერაპევტი რთული ქცევის მართვის საკითხებში, პროფესიით ფსიქოლოგი, აქვს დამოუკიდებელი პრაქტიკა რთული ქცევის მქონე ბავშვებთან და მეთოდოლოგიურად ეყრდნობა ქცევის გამოყენებით ანალიზს და შეუძლია რთული ქცევის მართვაზე პროფესიული ზედამხედველობის განხორციელება;“;

..)„“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კონსულტანტი, რომლის საჭიროებას და, ინდივიდუალურ შემთხვევაში, სამუშაო საათების რაოდენობას განსაზღვრავს დანართ 1.4-ის მე-7 მუხლის შესაბამისად შექმნილი მულტიდისციპლინური გუნდი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:“;

..) ქვეპუნქტის „.“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

.მე-3 მუხლის:

..პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს, ამ დანართის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, განეკუთვნებიან 7-იდან 18 წლამდე ასაკის რთული ქცევის მქონე ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და, ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მათი სკოლაში სიარული ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა. მათი ქვეპროგრამაში ჩართვა ხორციელდება ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის ზრუნვის სააგენტოში მიმართვისა და დანართ 1.4-ისმე-7 მუხლის შესაბამისად შექმნილი მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გამოვლენილი საჭიროების საფუძველზე. შესაბამისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი) მიერ არგუმენტირებული დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია ბენეფიციარს მომსახურება გაუგრძელდეს18 წლის შესრულების თვიდან არა უმეტეს 22 თვის განმავლობაში, ხოლო სხვა შემთხვევაში, ბავშვი, რომელიც საჭიროებს სხვა პირის მუდმივ დახმარებას და, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მისი სკოლაში სიარული ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა, თანდართული ლიმიტების გათვალისწინებით, ერთდროულად ამ პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 130-ს:

 

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული

ლიმიტი

ქ. თბილისი

80

თელავის მუნიციპალიტეტი

10

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

10

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

10

ქ. ბორჯომი

10

მარნეულის მუნიციპალიტეტი

10

.“;     

..) მე-3 პუნქტის ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

..) მე-4 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ქვეპროგრამის მიმწოდებლის წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ დანართ 1.4-ის მე-7 მუხლის შესაბამისად შექმნილი მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გამოვლენილია ინდივიდუალური დამხმარის საჭიროება;“;

.მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2,035.0 ათასი ლარით.“;

) №2.10 დანართის („მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 750.0 ათასი ლარით.“;

) №2.11 დანართის („მზრუნველობამოკლებული ბავშვების რეინტეგრაციის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 660.0 ათასი ლარით.“;

) №2.12 დანართის („სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18  21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 280.0 ათასი ლარით.“;

) №2.13 დანართის („სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18 – 21 წლამდე ახალგაზრდების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 10.0 ათასი ლარით.“;

) №2.14 დანართის („ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრის მომსახურების ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 400.0 ათასი ლარით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი