დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, შესაბამისი საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 ივნისის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 381 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/10/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.024214 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, შესაბამისი საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 ივნისის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, შესაბამისი საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 ივნისის №280 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/06/2022, 040030000.10.003.023492) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, შესაბამისი საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესის“:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული მომსახურების გაწევისას სააგენტო ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლით განსაზღვრული ვადებით, გარდა ამ წესის მე-3 მუხლის „ვ1“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 2. მე-3 მუხლის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე/ზონაში ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ ინიციირებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ან/და პროექტის დამტკიცება: ე.ა) განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციისა და პროექტის დამტკიცება – განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციისა და პროექტის შემუშავების ღირებულების 4%, მაგრამ არანაკლებ 1 000 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10 %-ს არ აღემატება); ე.ბ) განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცება – განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის შემუშავების ღირებულების 4%, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს არ აღემატება); ე.გ) განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცება – განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის შემუშავების ღირებულების 4%, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10 %-ს არ აღემატება);“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) ქალაქთმშენებლობითი დასკვნის გაცემა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე/ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთის განვითარებასთან დაკავშირებით: ვ1.ა) 1 სამუშაო დღის ვადაში – 1 000 ლარი; ვ1.ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში – 800 ლარი; ვ1.გ) 10 სამუშაო დღის ვადაში – 500 ლარი; ვ1.დ) 1 თვის ვადაში – 200 ლარი;“; გ) „ზ“ – „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა და დასკვნის გაცემა − 50,000 ლარი. ამასთანავე, სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროებიდან გამომდინარე, დაინტერესებული პირისგან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის ან/და კვლევის წარდგენა; თ) საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების წინასწარი შეფასება − 50,000 ლარი. ამასთანავე, სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროებიდან გამომდინარე, დაინტერესებული პირისგან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის ან/და კვლევის წარდგენა; ი) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციის ან/და პროექტის შეთანხმება: ი.ა) ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციისა და პროექტის შეთანხმება – ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციისა და პროექტის შემუშავების ღირებულების 4%, მაგრამ არანაკლებ 1 000 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10 %-ს არ აღემატება); ი.ბ) ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციის შეთანხმება – ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციის შემუშავების ღირებულების 4%, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10 %-ს არ აღემატება); ი.გ) ქალაქთმშენებლობითი გეგმის პროექტის შეთანხმება – ქალაქთმშენებლობითი გეგმის პროექტის შემუშავების ღირებულების 4%, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10 %-ს არ აღემატება).“; დ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები: „ო) ქალაქთმშენებლობითი გეგმის (გენერალური გეგმა, განაშენიანების გეგმა, განაშენიანების დეტალური გეგმა) კონცეფციის ან/და პროექტის ან/და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავების თაობაზე ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურების გაწევა: ო.ა) გენერალური გეგმის კონცეფცია და პროექტი – 25 000 ლარი: ო.ა.ა) გენერალური გეგმის კონცეფცია – 12 500 ლარი; ო.ა.ბ) გენერალური გეგმის პროექტი – 12 500 ლარი; ო.ბ) განაშენიანების გეგმის კონცეფცია და პროექტი – 10 000 ლარი: ო.ბ.ა) განაშენიანების გეგმის კონცეფცია – 5 000 ლარი; ო.ბ.ბ) განაშენიანების გეგმის პროექტი – 5 000 ლარი; ო.გ) განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია და პროექტი – 5 000 ლარი: ო.გ.ა) განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია – 2 500 ლარი; ო.გ.ბ) განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი – 2 500 ლარი; პ) სივრცითი დაგეგმარების გეგმის კონცეფციის ან/და პროექტის ან/და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავების თაობაზე ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურების გაწევა: პ.ა) სივრცითი გეგმის კონცეფცია და პროექტი – 40 000 ლარი: პ.ა.ა) სივრცითი გეგმის კონცეფცია – 20 000 ლარი; პ.ა.ბ) სივრცითი გეგმის პროექტი – 20 000 ლარი.“. 3. მე-3 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31. ამ წესის მე-3 მუხლის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების ფარგლებში მომსახურების გაწევის დეტალური პირობები განისაზღვრება სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.“. 4. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დაინტერესებული პირი ვალდებულია, მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადებას დაურთოს საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ წესის მე-3 მუხლის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა. მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძველია, გარდა ამ წესის მე-3 მუხლის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთანავე, ამ წესის მე-3 მუხლის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, მომსახურების საფასურის გადახდის საკითხები რეგულირდება ამ წესის 31 მუხლის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით.“. 5. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საფასურის დაბრუნება ხორციელდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე 10 სამუშაო დღის ვადაში. განცხადება უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის დაბრუნების საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მას თან უნდა ერთოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ამ დადგენილების ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები