დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 941 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/10/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.027.017429 |
|
„ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19/05/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.22.038.016450) №1 დანართით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-15 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელებისას ინფორმაციის ჩაწერა მიმდინარეობს ავტომატურ რეჟიმში, რა დროსაც ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერების შევსებისას ხორციელდება ახალი ინფორმაციის ჩაწერა ამავე მოწყობილობის მეხსიერებაზე არსებული ინფორმაციის განადგურების შედეგად. 2. გადაღებული მასალა ინახება არანაკლებ 10 დღისა.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. დაარქივებული მასალა ინახება იმ საქმის სამართალწარმოების ფარგლებში შესაბამისი სუბიექტისთვის გადაცემიდან არაუმეტეს 10 დღის ვადით, რომლის გამოც განხორციელდა მასალის დაარქივება, ხოლო დისციპლინური სამართალწარმოების, ასევე, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში – დისციპლინური სამართალწარმოების დასრულებიდან/სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადით.“. 2. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შესაბამის ბაზაში შენახული დაარქივებული მასალა ნადგურდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით საამისოდ შექმნილი კომისიის მიერ, ამ წესის მე-15 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები