ქალაქ საჩხერეში დურმიშიძის ქ. №114-ში მდებარე სკვერისათვის ჭაბუკი ჭიღლაძის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ საჩხერეში დურმიშიძის ქ. №114-ში მდებარე სკვერისათვის ჭაბუკი ჭიღლაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/09/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.130.016010
29
29/09/2023
ვებგვერდი, 04/10/2023
000000000.00.130.016010
ქალაქ საჩხერეში დურმიშიძის ქ. №114-ში მდებარე სკვერისათვის ჭაბუკი ჭიღლაძის სახელის მინიჭების შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №29

2023 წლის 29 სექტემბერი

საჩხერე

 

ქალაქ საჩხერეში დურმიშიძის ქ. №114-ში მდებარე სკვერისათვის ჭაბუკი ჭიღლაძის სახელის მინიჭების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239  დადგენილების და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის,  ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023 წლის 21 აგვისტოს №38 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, საჩხერის  მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1. სამშობლოს თავდაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის, ქალაქ საჩხერეში, დურმიშის ქ. №144-ში მდებარე სკვერს (ს/კ 35 01 42 018; დანართი რუკა თან ერთვის) ეწოდოს ჭაბუკი ჭიღლაძის სახელი.

მუხლი 2. განკარგულება გაეგზავნოს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა  სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

მუხლი 3. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში  უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების  განხორციელება.

მუხლი 4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

მუხლი 5. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

მუხლი 6. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. №3).

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

(მოვალეობის შემსრულებელი)                                                                              ირაკლი ჩხიკვაძე