,,ღია ბანკინგში ჩართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 მაისის №80/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ღია ბანკინგში ჩართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 მაისის №80/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 264/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 03/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016771
264/04
03/10/2023
ვებგვერდი, 03/10/2023
220010000.18.011.016771
,,ღია ბანკინგში ჩართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 მაისის №80/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №264/04

2023 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

,,ღია ბანკინგში ჩართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 მაისის №80/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1

„ღია ბანკინგში ჩართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 მაისის №80/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 04/05/2023; ს/კ: 220010000.18.011.016688) დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ღია ბანკინგში ჩართვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს იმ აუცილებელ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საბროკერო კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საკრედიტო საინფორმაციო ბიურო, სესხის გამცემი სუბიექტი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, რომელსაც სურს ჩაერთოს ღია ბანკინგში, ასევე ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერად და გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის მსურველი (შემდგომში – სუბიექტი). საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი ვალდებულია მუდმივად აკმაყოფილებდეს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ღია ბანკინგში ჩასართავად განცხადებით მიმართვის და შესაბამისი თანხმობის მიღების ვალდებულებისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი/ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა