სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-55. 552327115
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/09/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.168.016017
გ-55. 552327115
28/09/2023
ვებგვერდი, 03/10/2023
000000000.00.168.016017
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-55. 552327115

2023 წლის 28 სექტემბერი

ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის  სოფელ  ბოდბისხევის  გეოგრაფიული  ობიექტების ( ქუჩების) სახელდების  შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული  ობიექტების სახელდების შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის  2015 წლის 1 ივნისის  „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ №239 დადგენილების მეშვიდე მუხლისა  და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023  წლის 21 აგვისტოს  სხდომის  გადაწყვეტილების (ოქმი № 38) საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ  ბოდბისხევის ქუჩების სახელდება  მოხდეს თანდართული მისამართების რეესტრისა და დამისამართებული ორთორუკის  შესაბამისად (დანართი  თან ერთვის).

2. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას  განკარგულების შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელება.

3. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს აღნიშნული განკარგულების გადაგზავნა ყველა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირისთვის შესაბამისი ცვლილებების გასატარებლად.

4. ეს განკარგულება  ძალაში  შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ.სიღნაღი ც. დადიანის ქ.№15 ) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

საკრებულოს  თავმჯდომარე დავით  ჯანიკაშვილი

დანართი

სოფელ  ბოდბისხევის  ქუჩების სახელდება

 

 

 

სოფელი

 

 

ქუჩის ნომერი

 

 

ქუჩის სახელდება

 

1

ბოდბისხევი

№1

იბერიის ქუჩა

2

ბოდბისხევი

№29

კახეთის ქუჩა

3

ბოდბისხევი

№33

ელენე ობოლაშვილის ქუჩა

4

ბოდბისხევი

№45

გიორგი  ლეონიძის  ქუჩა

5

ბოდბისხევი

№46

26 მაისის ქუჩა