სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ სიღნაღში ვახტანგ გორგასალის ქუჩის გაგრძელების შესახებ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ სიღნაღში ვახტანგ გორგასალის ქუჩის გაგრძელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-55. 552327119
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/09/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.168.016013
გ-55. 552327119
28/09/2023
ვებგვერდი, 03/10/2023
000000000.00.168.016013
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ სიღნაღში ვახტანგ გორგასალის ქუჩის გაგრძელების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-55. 552327119

2023 წლის 28 სექტემბერი

ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ სიღნაღში ვახტანგ გორგასლის ქუჩის გაგრძელების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ №239 დადგენილების მეშვიდე მუხლისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023 წლის 21 აგვისტოს სხდომის გადაწყვეტილების (ოქმი №38) საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ქალაქ სიღნაღში გაგრძელდეს ვახტანგ გორგასლის ქუჩა თანდართული რუკის თანახმად და ამ მონაკვეთს ეწოდოს ვახტანგ გორგასლის ქუჩა.

2. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას განკარგულების შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელება.

3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების დაინტერესებული მხარისათვის გადაგზავნა.

4. ეს განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ.სიღნაღი ც. დადიანის ქ.№15 ) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                    დავით ჯანიკაშვილი