საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-53. 53232723
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/09/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.165.016002
გ-53. 53232723
29/09/2023
ვებგვერდი, 03/10/2023
000000000.00.165.016002
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-53.53232723

2023 წლის 29 სექტემბერი

ქ. საგარეჯო

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე ქუჩების  არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ

„გეოგრაფიული ობიექტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 22 აგვისტოს №181325 მომართვის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. განხორციელდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდება არაბული ციფრების გამოყენებით თანდართული დანართების შესაბამისად.

2. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

3. განკარგულება გაეგზავნოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას.

4. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ.სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ №15).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                        ალექსი გილაშვილი