„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-485
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016278
01-485
02/10/2023
ვებგვერდი, 03/10/2023
480040000.22.030.016278
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-485

2023 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის N01-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული  აქტების  შესახებ’’  საქართველოს ორგანული კანონის  მე-20  მუხლის  მე-4  პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1.

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანების (ვებგვერდი, 10/04/2018; სარეგისტრაციო კოდი: 480040000.22.030.016176) 32-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. მოსამსახურის ოჯახის არასრულწლოვანი წევრების, ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, მოსამსახურის მიერ დადებული შესაბამისი ხელშეკრულების ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ანაზღაურებას ექვემდებარება სასწავლო წლის დაწყებიდან მის დასრულებამდე პერიოდისთვის, შემდეგი ოდენობის ფარგლებში:

ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ევროში დაფინანსების შემთხვევაში – თვეში არაუმეტეს  690 ევრო;

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აშშ დოლარში დაფინანსების შემთხვევაში – თვეში არაუმეტეს 750 აშშ დოლარი.“.

2. ეს ბრძანება ვრცელდება 2023-2024 სასწავლო წელზე და შემდგომ პერიოდზე.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიილია დარჩიაშვილი