„მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/09/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.132.016594
21
29/09/2023
ვებგვერდი, 03/10/2023
190020020.35.132.016594
„მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2023 წლის 29 სექტემბერი

ქ. ბათუმი

 

„მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 აგვისტოს №18 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი matsne.gov.ge, 04/08/2021; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.132.016524) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ელექტრონული პლატფორმის გამოყენების, სისტემის მომხმარებლების პერსონალური მონაცემის დამუშავების წესებს და პირობებს ამტკიცებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მის სისტემაში შემავალი ორგანიზაცია) უფლე­ბა­მოსილია ამ მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, საქართველოს კანონმ­დებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონა­ლუ­რი მონაცემები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე