დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ საქართველოს 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 166 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური |
| მიღების თარიღი | 20/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 151, 24/12/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.090.000.19.012.006.937 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.19.012.006.937
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №166
2004 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 და მე-15 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში „ვალუტის გადამცველელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მინიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” (სსმ III, 2004 წ., №84) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ნაბეჭდი (ან ხელით შევსებული) ანგარიშგების ფორმის (აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდება ხდება საიმედოდ დაბეჭდილი კონვერტით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ნომერი (სალიცენზიო რეესტრის მიხედვით), მისამართი და მფლობელის ვინაობა, ადრესატი („საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური”), მისი მისამართი – 0105, საქართველო, ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი №7, მე-7 სართული, და კონფიდენციალური ინფორმაციის გრიფი.”;
ბ) მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ შეიძლება მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ტელეფონისა და ფაქსის შემდეგ ნომრებზე: ტელეფონზე: (+995 32) 44 21 80; (+995 32) 93 69 41; ფაქსი: (+995 31) 93 69 41.”.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გეგუჩაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები