დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 78 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016811 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 24/12/2019 წ., 010250050.35.160.016595) შეტანილ იქნას შემდეგი შინაარსის ცვლილება:
1.1 პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება“ (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესში: ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი: „11. იმ მოქალაქეების განცხადებების განხილვისას, რომელთა სარეიტინგო ქულა აღემატება 70 001-ს ან არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ლიმიტები განისაზღვროს სსიპ „შემოსავლების სამსახურიდან“ ბოლი 1 წლის შემოსავლების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით.“; ბ) ამოღებულ იქნას მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი; გ) ამოღებულ იქნას მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი; დ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ქვეპროგრამის მოსარგებლეთა მოთხოვნის განხილვისას „მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი“ მხედველობაში იღებს და ითვალისწინებს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მიხედვით რომელი პაკეტის მომხმარებელია განმცხადებელი, რომლის შესაბამისად შესაძლოა დაზუსტდეს მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. განსაკუთრებულ შემთხვევებში ჯგუფი უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს სსიპ „შემოსავლების სამსახურიდან“ შემოსავლების შესახებ ცნობის წარდგენის გარეშე, ამ წესით დადგენილი მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში.“. 1.2. პირველი მუხლის „ბ“ პუნქტით დამტკიცებული „მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება“ (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესში: ა) მე-4 მუხლის პირველ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მკვეთრად, მნიშვნელოვნად, ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.“; ბ) ამოღებულ იქნას მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი; გ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბენეფიციარისათვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. თუ ქვეპროგრამით დადგენილი დახმარების მიღების მსურველის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ამ ქვეპროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციის ჩამონათვალს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დაფინანსების თაობაზე წერილობით აცნობებს მოქალაქის მიერ არჩეულ იმ აფთიაქს, საიდანაც ქვეპროგრამით მოსარგებლის მიერ წარმოდგენილია ფორმა №IV-100ა-ით გათვალისწინებული მედიკამენტების განფასება (კალკულაცია).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები