„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 77
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/09/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016810
77
29/09/2023
ვებგვერდი, 02/10/2023
010250050.35.160.016810
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №77

2023 წლის 29 სექტემბერი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2018 წ., 010250050.35.160.016521) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1.1 დადგენილების პირველი მუხლის „მ“ ქვპუნქტით დამტკიცებულ ქვეპროგრამას შეეცვალოს სახელწოდება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამის (პროგრამული კოდი 06 02 13) განხორციელების წესი“, დანართი №12-ის შესაბამისად;“.

1.2 პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სარიტუალო მომსახურებები“ (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესში“:

ა) ამოღებულ იქნას მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი;

ბ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იდენტიფიცირებადი ან არაიდენტიფიცირებადი მიცვალებულების სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დასაფარად გამოიყოფა გარდაცვლილზე 260,00 (ორას სამოცი ლარი და 00 თეთრი) ლარი.“;

გ) მე-3 მუხლი მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირთა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების ანაზღაურება.“;

დ) მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (საჭიროებისამებრ).“;

ე) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. მოსარგებლე პირთა პროგრამასთან შესაბამისობას განსაზღვრავს ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებული ელექტრონული მონაცემების საფუძველზე.“.

1.3 პირველი მუხლის „კ“ პუნქტით დამტკიცებული საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების მატერიალური დახმარება“ (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის განხორციელების წესში:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახები (გარდა 2008 წელს და 2004 წელს მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში დაღუპული მებრძოლებისა). თითოეული ოჯახისათვის გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარება 500 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით.“;

ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეპროგრამით დადგენილი დახმარების მისაღებად გარდაცვლილი მებრძოლის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა (მეუღლე, შვილები, მშობლები, მშვილებელი და ნაშვილები) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში).

დ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) სსიპ – ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის მოწმობის ასლი, ან სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შესაბამისი უწყების მიერ;

ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.“;

გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეპროგრამის განხორციელების ვადად განისაზღვრება მიმდინარე კალენდარული წლის 20 ივლისიდან  30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.

2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქვეპროგრამის განხორციელების ვადად განისაზღვრება მიმდინარე კალენდარული წლის 20 აპრილიდან – 31 მაისის ჩათვლით პერიოდი.

3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქვეპროგრამის განხორციელების ვადად განისაზღვრება მიმდინარე კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან  20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი.“.

1.4 პირველი მუხლის „დ“ პუნქტით დამტკიცებული ინდივიდუალური დახმარებების პროგრამები“ (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის განხორციელების წესში:

ა) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომუნალური გადასახადების (ბუნებრივი აირი, ელექტრო ენერგია) მიმდინარე დავალიანებების დაფარვა ხორციელდება სს „ეპ ჯორჯიასა“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ წარმოდგენილი ელექტრონულ რეესტრში ასახული შესაბამისი თანხის ოდენობით.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობის ამ წესით დადგენილ კრიტერიუმებთან და ამ წესით გათვალიწინებულ მონაცემთა ბაზებთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, ყოველთვიურად სს „ეპ ჯორჯიასა“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზთან“ ანგარიშსწორების უზრუნველყოფის მიზნით, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ მზადდება წერილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, რის საფუძველზეც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს ანგარიშსწორებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

1.5 პირველი მუხლის „ლ“ პუნქტით დამტკიცებული „სოციალური დახმარებების პროგრამის“ (06 01 12) ქვეპროგრამის განხორციელების წესში:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სოციალური დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამის განხორციელების წესი: (შემდგომში წესი) განსაზღვრავს ქვეპროგრამით მოსარგებლე პირების სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა ნივთებით ან/და ტკბილეულით დასაჩუქრების პირობებს და პროცედურებს.“.

1.6 პირველი მუხლის „მ“ პუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის განხორციელების წესში:

ა) განხორციელდეს ცვლილება 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილების პირველი მუხლის „მ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართი 12-ის სათაურში და განისაზღვროს შემდეგნაირად: „სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამის (პროგრამული კოდი 06 02 13) განხორციელების წესი“;

ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დადასტურდება პროგრამის ბენეფიციარის სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ყოფნა. (დაწყების და დამთავრების თარიღის მითითებით);“;

გ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.“;

დ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია გადაამოწმოს პროგრამით მოსარგებლე პირის მონაცემები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.“.

1.7 პირველი მუხლის „ო“ პუნქტით დამტკიცებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სოციალური დახმარების“ (კოდი 06 02 11) განხორციელების წესში:

ა) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოსარგებლე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ბაკალავრიატის საფეხურზე და სტუდენტის სტატუსი უნდა ჰქონდეს აქტიური.“;

ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 2 წლის მონაცემებით) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (საჭიროების შემთხვევაში);“;

გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტისთვის (საჭიროების შემთხვევაში);“;

დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი იძულებით გადაადგილებული (დევნილი) სტუდენტისთვის (საჭიროების შემთხევაში).“;

ე) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტუდენტებს, რომლებიც უკვე სარგებლობენ პროგრამით, არ მოეთხოვებათ ქვეპროგრამის მოქმედების ფარგლებში შემდეგი სემესტრის დახმარების მისაღებად განცხადების ხელმეორედ წარდგენა, გარდა სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობისა და ნიშნების ფურცლისა (მე-4 მუხლით განსაზღვრული სოციალური დახმარების მოსარგებლე პირ(ებ)ის კატეგორიის მიხედვით).“;

ვ) მე-7 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სოციალური დახმარების მისაღებად მოსარგებლე პირმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში უნდა განაახლოს დოკუმენტაცია კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, სასწავლო სემესტრის დაწყებისას. დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს იმ კატეგორიის მიხედვით, რომელსაც აკმაყოფილებს პროგრამით მოსარგებლე პირი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია