დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 14 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 28/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.16.009.016644 |
|
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 14 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, აგრეთვე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 14 სექტემბრის №23 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი www.matsne.gov.ge; 14/09/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010220020.16.009.016224) დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისიის აპარატში ღია კონკურსით გამოცხადებული ყველა იერარქიული რანგის თანამდებობისათვის სპეციალური ან/და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება ინდივიდუალურად, კომისიის თავმჯდომარის იმავე ბრძანებით, რომლითაც ცხადდება შესაბამისი კონკურსი.“. ბ) მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. საკონკურსო კომისიის შექმნის წესი და შემადგენლობა 1. საკონკურსო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარის იმავე ბრძანებით, რომლითაც ცხადდება ღია კონკურსი და განისაზღვრება საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტში აღნიშნული ბრძანებით განისაზღვრება საკონკურსო კომისიის შემადგენლობა (საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე, წევრები). 3. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 4. საკონკურსო კომისიის წევრთა შრომა არ ანაზღაურდება. მუხლი 7. საკონკურსო კომისიის მუშაობის წესი 1. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კანდიდატის ქულათა სისტემით შეფასების საფუძველზე. 2. საკონკურსო კომისია, ამ დებულების შესაბამისად, აფასებს კანდიდატის შესაბამისობას კომისიის აპარატის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. 3. საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება ეფუძნება კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტების, გასაუბრების შედეგების, სამუშაო გამოცდილებისა და განათლების შეფასებას. 4. საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. საკონკურსო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება საკონკურსო კომისიის მოსაზრებებს, უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 5. საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები