„კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №214/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №214/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 258/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 28/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 220000000.18.011.016770
258/04
28/09/2023
ვებგვერდი, 29/09/2023
220000000.18.011.016770
„კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №214/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №258/04

2023 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №214/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №214/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 27/09/2018, ს/კ: 220000000.18.011.016342) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ლევერიჯის კოეფიციენტის დათვლის მიზნებისათვის  ბანკებმა უნდა ისარგებლონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) საფუძველზე გაანგარიშებული  რიცხვებით.“.

2. მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბალანსო რისკის პოზიციების ღირებულება წარმოადგენს მოსალოდნელი საკრედიტო ზარალითა და კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებით განსაზღვრული პირველადი კაპიტალის საზედამხედველო კორექტირებებით შემცირებულ ძირითად თანხას, შესაბამის დარიცხულ მისაღებ პროცენტებსა და ჯარიმებს, მხარის მიმართ ნებისმიერი სხვა სახის მოთხოვნებს, მათ შორის, დებიტორულ მოთხოვნებს.

2. კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების შესაბამისად  განსაზღვრული საკრედიტო რისკის მიტიგაციის საშუალებები არ გამოიყენება საბალანსო რისკის პოზიციის ღირებულების შესამცირებლად.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დათვლილი ჩანაცვლების ღირებულება შესაძლოა შემცირდეს კონტრაჰენტისგან მიღებული ვარიაციის მარჟის თანხით, იმ შემთხვევაში, თუ  ფასს-ით განსაზღვრული აღრიცხვის პრინციპები არ ითვალისწინებს აღნიშნული ინსტრუმენტის საბალანსო ღირებულების  შემცირებას აღნიშნული ვარიაციის მარჟით და, ამასთან, კუმულაციურად სრულდება შემდეგი პირობები:

ა) ტრანზაქციებისთვის, რომლებშიც არ მონაწილეობს კვალიფიცირებული ცენტრალური კონტრაჰენტი, მიღებული ვარიაციის მარჟის თანხაზე არ მოქმედებს რაიმე სახის სამართლებრივი ან ხელშეკრულებით განსაზღვრული შეზღუდვები, რომლებიც შეაფერხებდა მიღებული ვარიაციის მარჟის განკარგვას;

ბ) ვარიაციის მარჟა გამოითვლება და იცვლება ყოველდღიურად და ეფუძნება ფინანსური ინსტრუმენტების საბაზრო ფასებზე მიბმის მეთოდით შეფასებას;

გ) მიღებული ვარიაციის მარჟა ფინანსური ინსტრუმენტის კონტრაქტით განსაზღვრული ანგარიშსწორების ვალუტაშია დენომინირებული;

დ) მიღებული ვარიაციის მარჟის ოდენობა საკმარისი უნდა იყოს საბაზრო ფასებზე მიბმის მეთოდით მიღებული რისკის პოზიციის დასაფარად;

ე) წარმოებული ინსტრუმენტის ხელშეკრულება და ვარიაციის მარჟა განსაზღვრული უნდა იყოს კონტრაჰენტებს შორის დადებული ცალკეული ურთიერთგაქვითვის ხელშეკრულების მიხედვით. აღნიშნული ხელშეკრულება ცალსახად უნდა განსაზღვრავდეს ანგარიშსწორებას წმინდა ღირებულებით და ითვალისწინებდეს მიღებულ ან გადახდილ ვარიაციის მარჟას რომელიმე კონტრაჰენტის დეფოლტის, გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შემთხვევაში. ხელშეკრულება უნდა იყოს სამართლებრივად აღსრულებადი ყველა შესაბამის იურისდიქციაში, მათ შორის დეფოლტის, გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შემთხვევაში.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, თუ კონტრაჰენტისთვის გადახდილი ვარიაციის მარჟის თანხა ფასს-ით განსაზღვრული აღრიცხვის პრინციპების თანახმად კლასიფიცირდება მოთხოვნად, იგი უნდა გამოაკლდეს კონტრაჰენტის მიმართ რისკის პოზიციებს და იმავე პრინციპების დაცვით უნდა დაემატოს წარმოებული ინსტრუმენტის ჩანაცვლების ღირებულებას  ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული წესით.

5. ამ მუხლის მიზნებისთვის კრედიტის წარმოებული ინსტრუმენტების ღირებულებაში შევა მათ სანაცვლოდ მიღებული უზრუნველყოფების ღირებულება, თუ ფასს-ით განსაზღვრული აღრიცხვის პრინციპების  შესაბამისად აღნიშნული  უზრუნველყოფები ამცირებს საბალანსო ელემენტებს.“.

4. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ ფასიანი ქაღალდებით დაფინანსებული ტრანზაქციები ფასს-ით განსაზღვრული აღრიცხვის პრინციპების  შესაბამისად  კლასიფიცირდება როგორც ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, მთლიანი რისკის პოზიციების მიზნებისთვის ბანკმა უნდა შეასწოროს აღნიშნული ბუღალტრული ჩანაწერები და დათვალოს შესაბამისი რისკის პოზიციების ღირებულება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.“.

5. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების შესაბამისად  განსაზღვრული საკრედიტო რისკის მიტიგაციის საშუალებები არ გამოიყენება გარესაბალანსო რისკის პოზიციის ღირებულების შესამცირებლად.“.

6. მე-8 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობით, გარკვეული მაკროეკონომიკური გარემოებების გათვალისწინებით, მთლიანი რისკის პოზიციებიდან შესაძლოა,  დროებით გამოირიცხოს ეროვნულ ბანკში არსებული სავალდებულო რეზერვები. აღნიშნულ შემთხვევაში ლევერიჯის კოეფიციენტის მაჩვენებელი გაიზრდება, ხოლო ბანკები გამჭვირვალობის მიზნებისთვის ვალდებულნი იქნებიან გამოაქვეყნონ კოეფიციენტი როგორც სავალდებულო რეზერვების გათვალისწინებით, ასევე რისკის პოზიციებიდან სავალდებულო რეზერვების გამორიცხვის ეფექტით.“;

ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი/ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა