დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.118.016385 |
|
„ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის №39 (www.matsne.gov.ge, 27/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.118.016363) დადგენილებაში შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. სოციალურად დაუცველ პირებზე/ოჯახებზე ზამთრის თბობისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 1. ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა პირზე/ოჯახზე (გარდა შრომისუნარიანი პირისა), რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 57 001-ს და არ გააჩნია ფინანსური შესაძლებლობა, ზამთრის თბობისთვის გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 300 ლარისა. 2. ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება ონის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების წარდგენის საფუძველზე. 3. განცხადებების მიღება იწარმოებს 2023 წლის 1 ნოემბრამდე. 4. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ; დ) მერის წარმომადგენლის ინფორმაცია პირის/ ოჯახის შემადგენლობის და სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ; ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); ვ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიში. 5. განცხადებები, სრულყოფილ დოკუმენტაციასთან ერთად, შემოწმებისა და განხილვის მიზნით გადაეცემა მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს. 6. სამუშაო ჯგუფი მიღებულ გადაწყვეტილებას (რომელიც ფორმდება სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმით) წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, გამონაკლისის სახით, მიმართოს რეკომენდაციით მერს, დახმარება ერთჯერადად გაიცეს პირზე/ოჯახზე, რომელიც ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებას და არის უკიდურესად გაჭირვებული. 7. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები