„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 372
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/09/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.024205
372
27/09/2023
ვებგვერდი, 28/09/2023
010240030.10.003.024205
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №372

2023 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2021, 010240030.10.003.022663) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულობა და ამ პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიის შესრულების ხელშეწყობა;

ბ) საკანონმდებლო წინადადებების ინიციირება, რომლებიც უზრუნველყოფენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის მოდერნიზაციას;

გ) ქვეყნის საჭიროებებზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების განვითარების მხარდაჭერა;

დ) მეცნიერებაში საბაზო დაფინანსების პარალელურად, შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების სისტემის იმპლემენტაცია;

ე) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს მართვის სისტემის სრულყოფა;

ვ) უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში კვლევების გზით ახალი ცოდნის შეტანის პროცესის ხელშეწყობა;

ზ) სამეცნიერო კვლევების სამართლიანი, ობიექტური (მონაცემებზე დაფუძნებული) და გამჭვირვალე შეფასების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა;

თ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაფართოება; ქართველ მკვლევართა საერთაშორისო კვლევით კოლაბორაციულ პროექტებში მონაწილეობის წახალისება;

ი) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და კვლევების წახალისება საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ;

კ) ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდამჭერი პროგრამების წახალისება;

ლ) მეცნიერების პოპულარიზაცია;

მ) კერძო სექტორსა და მეცნიერებას შორის კავშირის გაღრმავება; ტექნოლოგიური ტრანსფერის და კომერციალიზაციაზე ორიენტირებული პროექტების კვლევითი ნაწილის განხორციელების მხარდაჭერა;

ნ) ეროვნული სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ეფექტიანობის შეფასების პროცესში ჩართულობა/ხელშეწყობა;

ო) ქვეყნის მასშტაბით სამეცნიერო კვლევითი ინფორმაციის ეროვნული ელექტრონული პლატფორმის შექმნის ხელშეწყობა;

პ) უნივერსიტეტებში ინტეგრირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობის ხელშეწყობა;

ჟ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციასა და მდგრადი განვითარების გეგმების განხორციელებაში ჩართულობა;

რ) საქართველოს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის სტრატეგიის გათვალისწინებით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ქართული ენის კვლევისა და განვითარების მხარდაჭერა;

ს) საერთაშორისო დონეზე ქართული ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

ტ) ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა;

უ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების, გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა, ენობრივი სისწორის შემოწმება;

ფ) მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი