„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 371
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.024204
371
27/09/2023
ვებგვერდი, 28/09/2023
470230000.10.003.024204
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №371

2023 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. №2 დანართის (დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 პუნქტი:

„171. რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს, რომლებმაც, ამ მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტების შესაბამისად, ახალი ნებართვის დანართის მოპოვების მიზნით, 2023 წლის 1 სექტემბრამდე მიმართეს სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და ვერ მოიპოვეს ახალი ნებართვის დანართი, აქვთ შემოწმების მომენტისთვის დაწყებული კლინიკური შემთხვევების დასრულების უფლება.“.

2. №21  დანართის (სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები) VII3 თავის („მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგიის მომსახურების შემთხვევაში, ქირურგიული პროფილის მომსახურების პირობებთან (ამ დანართის VII ნაწილი) ერთად სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს“) მე-2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2.

დაწესებულებაში დასაქმებულია, სულ მცირე, ერთი ქირურგი, მეტაბოლურ-ბარიატრიული ქირურგიის სფეროში მუშაობის გამოცდილებით

რომელიც აკმაყოფილებს პირობებს:

ა) დასაქმებულია მხოლოდ ამ დაწესებულებაში;

ბ) აქვს ლაპარასკოპიული ქირურგიის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება (დასტურდება დაწესებულების დირექტორის მიერ);

გ) გასული და მიმდინარე კალენდარული წლების განმავლობაში ჩატარებული აქვს ჯამურად, სულ მცირე, 25 მეტაბოლურ-ბარიატრიული ქირურგიული ჩარევა (ნორმა მოქმედია 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით);

2025 წლის 1 იანვრიდან:

ჩატარებული აქვს წელიწადში, სულ მცირე, 25 მეტაბოლურ-ბარიატრიული ქირურგიული ჩარევა

(დასტურდება დაწესებულების სამედიცინო დოკუმენტაციით);

ჩარევების რაოდენობასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები განისაზღვრება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებლებისთვის;

დ) დაწესებულებაში დასაქმებულ ქირურგ(ებ)ს აქვს/აქვთ სხვადასხვა ტიპის მეტაბოლურ-ბარიატრიული ქირურგიის ჩატარების კომპეტენცია და გამოცდილება (დასტურდება დაწესებულებების სამედიცინო დოკუმენტაციით).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი