დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 369 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.024202 |
|
„დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში (www.masne.gov.ge, 13/11/2014, 470230000.10.003.018244) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის („დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამა“):
1. მე-2 მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) სერტიფიცირებული ექიმების (სპეციალობები: საოჯახო მედიცინა, ზოგადი ქირურგია, მეანობა-გინეკოლოგია და ორთოპედია-ტრავმატოლოგია) მზადების უზრუნველყოფა სუბსპეციალობაში − სასამართლო ექსპერტიზა.“. 2. მე-3 მუხლის: ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საჭიროების შემთხვევაში, სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ცალკეულ საექიმო სპეციალობებში ტესტ-კითხვარების ბაზების განახლება; ე) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის ტესტ-კითხვარების ბაზების განახლება;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომში − ბიურო) ოთხი რეგიონული დანაყოფისთვის (აჭარა, იმერეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი) სუბსპეციალობის პროგრამაში − „სასამართლო ექსპერტიზა“ სერტიფიცირებული ექიმების (სპეციალობები: საოჯახო მედიცინა, ზოგადი ქირურგია, მეანობა-გინეკოლოგია და ორთოპედია-ტრავმატოლოგია) მზადების დაფინანსება.“. 3. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაძიებლებს, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, მოპოვებული აქვთ საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა და 2023 წელს ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამაში საქართველოში აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში/ სასწავლებლებში №11 დანართით („პრიორიტეტული საექიმო სპეციალობები, რომლებშიც მზადება დაფინანსდება პროგრამის ფარგლებში“) განსაზღვრულ საექიმო სპეციალობებში;“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა განხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად, სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პროგრამის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სუბსპეციალობაში − სასამართლო ექსპერტიზა ექიმების გადამზადების დაფინანსება განხორციელდება შემდეგი მეთოდოლოგიის თანახმად: ა) პროგრამის სამიზნე პოპულაციაა ბიუროს ოთხი რეგიონული დანაყოფისთვის (ეს რეგიონებია: აჭარა, იმერეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი) სერტიფიცირებული არაუმეტეს 10 ექიმის (სპეციალობები: საოჯახო მედიცინა, ზოგადი ქირურგია, მეანობა-გინეკოლოგია და ორთოპედია-ტრავმატოლოგია) მზადების დაფინანსება, უპირატესობა ენიჭებათ ქალ ექიმებს; ბ) რეგიონების მიხედვით გადასამზადებელი ექიმები განაწილებულნი არიან შემდეგი რაოდენობით: აჭარა − 2 ექიმი, იმერეთი − 2 ექიმი, კახეთი − 3 ექიმი, სამცხე-ჯავახეთი − 3 ექიმი; გ) სუბსპეციალობის პროგრამაში − „სასამართლო ექსპერტიზა“ ექიმების მზადება ხორციელდება სსიპ − თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში − სასწავლებელი) სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ბაზაზე; დ) სასწავლებელი ვალდებულია უზრუნველყოს ექიმ-სპეციალისტების მზადება სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული შესაბამისი პროგრამებით; ე) სუბსპეციალობის პროგრამაში − „სასამართლო ექსპერტიზა“ გადამზადების შემდეგ, ექიმ-სპეციალისტი უფლებამოსილი იქნება, იმუშაოს ბიუროს შესაბამის რეგიონულ დანაყოფში; ვ) პროგრამაში ჩართული სასწავლებელი დაფინანსდება ამ პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით.“. 4. მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. 3. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კომპონენტების განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“. 5. მე-5 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. პროგრამის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპონენტის ფარგლებში დაფინანსების წესი და ოდენობა განისაზღვრება შემდეგი პრინციპით: ა) დაფინანსება განხორციელდება განათლების ვაუჩერის მეშვეობით, რომელიც მოცავს უშუალოდ სწავლებისა და ასევე სწავლების ხელშეწყობის ანაზღაურებას; ბ) განათლების ვაუჩერი წარმოადგენს კომპონენტის ფარგლებში შერჩეული მაძიებლებისათვის განკუთვნილ, არამატერიალიზებული ფორმის ფინანსურ ინსტრუმენტს; გ) ექიმები ამ კომპონენტით გათვალისწინებულ დაფინანსებას (ექიმების სწავლის ნაწილში) იღებენ სახელმწიფო დახმარების სახით; დ) კომპონენტის ფარგლებში სწავლის დაფინანსება განხორციელდება პროგრამისთვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; ე) განათლების ვაუჩერის − ექიმების სწავლისა (არაუმეტეს 330 ლარისა) და სწავლის ხელშეწყობის საფასურის ანაზღაურება (არაუმეტეს 2 420 ლარისა) განხორციელდება პროგრამაში მონაწილე სასწავლებლიდან წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ყოველთვიურად, თითოეულ ექიმზე გადაანგარიშებით, სამინისტროს მიერ; ვ) ერთი ექიმის გადამზადების ერთი თვის ხარჯი შეადგენს არაუმეტეს 2 750 ლარს, ფაქტობრივი დასწრებების გათვალისწინებით; ზ) სუბსპეციალობის პროგრამაში − „სასამართლო ექსპერტიზა“ მზადების ხანგრძლივობა შეადგენს 9 თვეს (საექიმო სპეციალობაში − საოჯახო მედიცინაში სერტიფიცირებული ექიმებისთვის) და 6 თვეს (საექიმო სპეციალობებში − ზოგად ქირურგია მეანობა-გინეკოლოგია და ორთოპედია-ტრავმატოლოგია − სერტიფიცირებული ექიმებისთვის).“. 6. მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) სუბსპეციალობის პროგრამაში − „სასამართლო ექსპერტიზა“ გადამზადებული კვალიფიციური ექიმებით ბიუროს ოთხი რეგიონული დანაყოფის (აჭარა, იმერეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი) უზრუნველყოფა.“. 7. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების (პროგრამული კოდი: 27 03 04) პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებები.“. 8. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ზ“ კომპონენტების განმახორციელებელია სამინისტრო, ხოლო ამავე მუხლის „დ“ და „ე“ კომპონენტების − სააგენტო.“. 9. №11 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №11 პრიორიტეტული საექიმო სპეციალობები, რომლებშიც მზადება დაფინანსდება პროგრამის ფარგლებში 1. პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია. 2. ფსიქიატრია. 3. ფთიზიატრია-პულმონოლოგია. 4. ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია. 5. სასამართლო მედიცინა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები