,,სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შესახებ

,,სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 73/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 02/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017093
73/ნ
02/10/2023
ვებგვერდი, 03/10/2023
470230000.22.035.017093
,,სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №73/ნ

2023 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 07/03/2016; 470230000.22.035.016378) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართის (სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაცია):

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ.ე) უროლოგიური (BUr), ინფექციური (BInf), ონკოლოგიური (BOnk), კარდიოლოგიური (BCor), პედიატრიული (BPed),  პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური მედიცინა (BPl&Est) და სხვა – უზრუნველყოფს შესაბამისი პროფილის პაციენტების დიაგნოსტიკას, მკურნალობას და რეაბილიტაციას.“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სამედიცინო სოციალური ცენტრი – სამედიცინო დაწესებულება, სადაც ხორციელდება შესაბამისი საჭიროების (მათ შორის, პალიატიური სერვისების) მქონე პაციენტებისთვის სამედიცინო-სოციალური მომსახურების (სადღეღამისო) ხანგრძლივად მიწოდება.“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჰოსპისი არის სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პალიატიურ და დამხმარე მომსახურებას ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური და სულიერი მხარდაჭერის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ზემოხსენებული სერვისები მიეწოდება პაციენტს ბინაზე, აღნიშნული განიხილება როგორც შინმოვლის სერვისი. ჰოსპისის სერვისების მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს სამედიცინო სოციალური ცენტრის (ხანგრძლივი მოვლის დაწესებულება) სპეციალურად გამოყოფილ სათანადოდ აღჭურვილ პალატებში.“.

4. №7 დანართის:

ა) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) I დონე – აწარმოებს I და II კატეგორიის ქირურგიულ ჩარევებს;“;

ბ) ცხრილს ,,გავა-კუდუსუნი“ თავის შემდეგ დაემატოს ,,პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგია“ შემდეგი რედაქციით:

პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგია

I კატეგორია

აურიკულოპლასტიკა

ბიბლოს გაორების ქირურგიული კორექცია

ბლეფაროპლასტიკა, ქუთუთოს ქსოვილების რეკონსტრუქცია აუტოქსოვილების გამოყენებით

ტუჩის აუგმენტაცია აუტოქსოვილების გამოყენებით 

ლიპოსაქცია, ჭარბი ქსოვილი ამოკვეთა

არეოლის რეკონსტრუქცია აუტოქსოვილების გამოყენებით

ლიპოსაქცია, ცხიმოვანი ბალიშების ამოკვეთა

საქალწულე აპკის აღდგენა

ფიმოზის ქირურგიული კორექცია

საქალწულე აპკის ქირურგიული გაკვეთა

ლაბიოპლასტიკა

კელოიდის ქირურგიული და თერაპიული მკურნალობა

ლიპომის ქირურგიული მკურნალობა

თმის გადანერგვა

ტატუირების ქირურგიული მკურნალობა

კანის პლასტიკა

წარბების ქირურგიული აწევა

II კატეგორია

რინოპლასტიკა, სეპტორინოპლასტიკა, ტურბინოპლასტიკა, ტურბინექტომია

რინოპლასტიკა, სეპტორინოპლასტიკა, ტურბინოპლასტიკა, ტურბინექტომია, ცხვირის რეკონსტრუქცია აუტოქსოვილების გამოყენებით.

ცხვირის ძგიდის პერფორაციის დახურვა აუტოქსოვილებით

აურიკულოპლასტიკა, ყურის ნიჟარის რეკონსტრუქცია აუტოქსოვილების გამოყენებით.

ბლეფაროპლასტიკა, ქუთუთოს ქსოვილების რეკონსტრუქცია აუტოქსოვილების გამოყენებით

სახის კანის კომბინირებული ლიფტინგი

სახის ნერვის აღდგენა აუტოქსოვილების გამოყენებით

მგლის ხახის რეკონსტრუქცია

კურდღლის ტუჩის რეკონსტრუქცია

ტუჩის რეკონსტრუქცია აუტოქსოვილის გამოყენებით

ნიკაპის რედუქცია

ნიკაპის აუგმენტაცია ინპლანტების საშუალებით ან აუტოქსოვილებით

სახის რეკონსტრუქცია ინპლანტების და  აუტოქსოვილების გამოყენებით

ძუძუების აუგმენტაცია ინპლანტების საშუალებით ან აუტოქსოვილებით

ძუძუების რედუქცია

ძუძუების რეკონსტრუქცია ინპლანტების საშუალებით ან აუტოქსოვილებით

კაპსულექტომია, რეიმპლანტაცია

ძუძუების ლიფტინგი, აუგმენტაცია

იმპლანტის ამოღება, რეიმპლანტაცია

ლიპოსაქცია, აბდომინოპლასტიკა, ბარძაყების პლასტიკა, ბოდილიფტინგი, მკლავების ლიფტინგი, რედუქციული მამოპლასტიკა

ნერვის ნაკერი, ნერვის პლასტიკა აუტოქსოვილების გამოყენებით

ჰემანგიომის მკვებავი სისხლძარღვების გათიშვა, ამოკვეთა, დეფექტის დაფარვა აუტოქსოვილების საშუალებით

ლიმფანგიომის ამოკვეთა დეფექტის დაფარვა აუტოქსოვილების საშუალებით 

სპილოვნება – შეცვლილი გაუხეშებული ქსოვილების ამოკვეთა, აუტოქსოვილების საშუალებით დეფექტის დაფარვა

სინდაქტილიის რეკონსტრუცია აუტოქსოვილების გამოყენებით

ზედმეტი თითების ამპუტაცია, რეკონსტრუქცია

დიუპიუტრენის კონტრაქტურის გათიშვა, დეფექტის დაფარვა აუტოქსოვილების გამოყენებით

რბილქსოვილიანი კისერმრუდობის ქირურგიული კორექცია

მყესის ნაკერი მყესის რეკონსტრუქცია აუტოქსოვილების გამოყენებით

ჰიპოსპადიის ქირურგიული კორექცია, აუტოქსოვილების გამოყენება

ფალოპლასტიკა, აუტოქსოვილების გამოყენება

სათესლე ჯირკვლის პროთეზირება იმპლანტით ან აუტოქსოვილებით

სასქესო ასოს აუგმენტაცია იმპლანტით, აუტოქსოვილების გამოყენებით

ჰერმაფროდიტიზმის ქირურგიული კორექცია

გარე სასქესო ორგანოს პლასტიკა, რეკონსტრუქცია, ლაბიოპლასტიკა, კლიტორის კაპიუშონის პლასტიკა

ტრანსექსუალიზმის ქირურგიული მკურნალობა, ფალოპლასტიკა, ნეოვაგინოპლასტიკა, ძუძუების აუგმენტაცია, აუტოქსოვილების გამოყენება

ნევრინომის ქირურგიული მკურნალობა

მქაჩავი ნაწიბურების გათიშვა, აუტოქსოვილების გამოყენება

III კატეგორია

ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნე – მასტექტომია, ძუძუს ერთდროული აღდგენა აუტოქსოვილების როტაციით მკვებავ ან სისხლძარღვოვან ფეხზე. ზოგადი გაუტკივარება. ოპერაცია ტარდება ონკო-მამოლოგიურ ბრიგადასთან ერთად.

რბილი და საფარი ქსოვილების ავთვისებიანი სიმსივნე – სიმსივნის ამოკვეთა, რბილქსოვილოვანი, საფარი ქსოვილის დეფექტის დახურვა აუტოქსოვილების როტაციით მკვებავ ან სისხლძარღვოვან ფეხზე ნერვის გადანერგვა, მყესის გადანერგვა. ადგილობრივი გაუტკივარება, სედაცია, ზოგადი გაუტკივარება. ოპერაცია ტარდება ონკოლოგიურ ბრიგადასთან ერთად

ძვლოვანი სტრუქტურის ღია მოტეხილობა რბილქსოვილოვანი დეფექტით – ძვლოვანი სტრუქტურის ოსტეოსინთეზი, რბილქსოვილოვანი დეფექტის დახურვა აუტოქსოვილების როტაციით მკვებავ ან სისხლძარღვოვან ფეხზე. ადგილობრივი გაუტკივარება, სედაცია, ზოგადი გაუტკივარება. ოპერაცია ტარდება ორთოპედ-ტრავმატოლოგიურ ბრიგადასთან ერთად.

IV კატეგორია

ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნე – მასტექტომია, ძუძუს ერთდროული აღდგენა აუტოქსოვილების თავისუფალი, მიკროქირურგიული გადანერგვით. ოპერაცია ტარდება ონკო-მამოლოგიურ ბრიგადასთან ერთად.

რბილი და საფარი ქსოვილების ავთვისებიანი სიმსივნე – სიმსივნის ამოკვეთა, რბილქსოვილოვანი, საფარი ქსოვილის დეფექტის დახურვა აუტოქსოვილების თავისუფალი, მიკროქირუგიული გადანერგვით, ნერვის გადანერგვა, მყესის გადანერგვა, კუნთის გადანერგვა. ოპერაცია ტარდება ონკოლოგიურ ბრიგადასთან ერთად.

ძვლოვანი სტრუქტურის ღია მოტეხილობა რბილქსოვილოვანი დეფექტით – ძვლოვანი სტრუქტურის ოსტეოსინთეზი, რბილქსოვილოვანი დეფექტის დახურვა აუტოქსოვილების თავისუფალი, მიკროქირუგიული გადანერგვით. ოპერაცია ტარდება ორთოპედ-ტრავმატოლოგიურ ბრიგადასთან ერთად.

V კატეგორია

საყლაპავის კიბო – სიმსივნის ამოკვეთა, საყლაპავის რეზექცია, საყლაპავის აღდგენა  აუტოქსოვილების როტაციით მკვებავ, სისხლძარღვოვან ფეხზე, თავისუფალი, მიკროქირუგიული გადანერგვით. ოპერაცია ტარდება ონკოლოგიურ ბრიგადასთან ერთად.

ძვლოვანი სტრუქტურის მოცულობითი დეფექტი, რბილქსოვილოვანი დეფექტით – თავისუფალი ძვლის გადანერგვა, თავისუფალი ძვლის გადანერგვა მიკროქირუგიული ძვლოვანი ქსოვილების ოსტეოსინთეზი, რბილქსოვილოვანი დეფექტის დახურვა აუტოქსოვილების მკვებავ ფეხზე, სისხლძარღვოვნ ფეხზე, თავისუფალი მიკროქირუგიული გადანერგვით. ოპერაცია ტარდება ორთოპედ-ტრავმატოლოგიურ ბრიგადასთან ერთად.

 .“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი