დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/09/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.122.016685 |
|
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 ივნისის №19 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი; 010250020.35.122.016680; 03/07/2023 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სტაჟიორთა კვოტა და სტაჟირების ვადა 6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟიორთა მიღება ცხადდება წელიწადში ერთხელ მაინც“. 2. დადგენილებით დამტკიცებული მე-5 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. საკონკურსო განაცხადი სტაჟირების მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; გ) რეზიუმე ქართულ ენაზე; დ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი ან ცნობა უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რითაც დასტურდება სწავლის ფაქტი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები