2008 წლის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების (ICA-GE-0109) ოქმი საქართველოს მთავრობასა და ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციას (CERN) შორის განათლების, ტრენინგის და ტექნოლოგიებისა და ცოდნის გადაცემის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

2008 წლის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების (ICA-GE-0109) ოქმი საქართველოს მთავრობასა და ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციას (CERN) შორის განათლების, ტრენინგის და ტექნოლოგიებისა და ცოდნის გადაცემის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი ICA-GE-0109-1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/09/2023
ძალაში შესვლის თარიღი 08/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016753
ICA-GE-0109-1
08/06/2023
ვებგვერდი, 28/09/2023
480610000.03.030.016753
2008 წლის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების (ICA-GE-0109) ოქმი საქართველოს მთავრობასა და ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციას (CERN) შორის განათლების, ტრენინგის და ტექნოლოგიებისა და ცოდნის გადაცემის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 

 

2008 წლის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების (ICA-GE-0109) ოქმი საქართველოს მთავრობასა და ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციას (CERN) შორის განათლების, ტრენინგის და ტექნოლოგიებისა და ცოდნის გადაცემის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

ერთი მხრივ,

საქართველოს მთავრობა (შემდგომში – მთავრობა), განთავსებული თბილისში, საქართველო, წარმოდგენილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის მიერ

და მეორე მხრივ,

ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაცია (შემდგომში – CERN), მთავრობათაშორისი ორგანიზაცია განთავსებული ჟენევაში, შვეიცარია,  წარმოდგენილი მისი კვლევისა და ინფორმატიკის  დირექტორის,  იოახიმ იოსეფ მნიხის მიერ,

შემდგომში მოხსენიებულნი, როგორც „მხარეები“,

ითვალისწინებენ შემდეგს:

 

შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ (ICA-GE-0109), დადებული 2008 წელს საქართველოს მთავრობასა  და CERN-ს შორის მაღალი ენერგიების ფიზიკასა და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებში სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ („2008 წლის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“)

 

მხარეებმა გააფორმეს 2008 წლის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რამდენიმე ოქმი და დამატებები, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას მაღალი ენერგიის ფიზიკასა და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებში (ოქმი P104) და კვლევასა და განვითარებას ამაჩქარებლების ფიზიკასა და ტექნოლოგიაში (ოქმი P119 და დამატებები P119/A1, P119/A2 და P119/A3);

 

მხარეებმა წარმატებით ითანამშრომლეს მაღალი ენერგიების ფიზიკის დარგის ფუნდამენტურ კვლევებში, და კერძოდ LHC-ში, ATLAS და CMS ექსპერიმენტებში საქართველოს ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წვლილი ამ თანამშრომლობის წარმატების გაზომვადი ინდიკატორია.

 

მხარეები გამოხატავენ სურვილს, გააძლიერონ თავიანთი თანამშრომლობა ორმხრივ საფუძველზე, ტექნიკური თანამშრომლობის ჩართულობით განათლების, გადამზადების, ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, მხოლოდ არასამხედრო მიზნებისთვის,

 

თანხმდებიან შემდეგზე:

 


მუხლი 1

გამოყენების სფერო

1.1 წინამდებარე ოქმი შეადგენს ჩარჩო ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც მხარეები, თანასწორობის, ურთიერთგაგებისა და ორმხრივი სარგებლიანობის საფუძველზე, ხელს შეუწყობენ და მხარს დაუჭერენ, მათ შორის, სამეცნიერო და ტექნიკურ თანამშრომლობას განათლებისა და ტრენინგების,  ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის მიმართულებით და ასევე, ორივე მხარისათვის საინტერესო სხვა ნებისმიერ სფეროში.

1.2  წინამდებარე ოქმი უნდა დაექვემდებაროს 2008 წლის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პირობებს.

 

მუხლი 2

თანამშრომლობის სფეროები და ფორმები

2.1 რესურსების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, მხარეებს აქვთ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა მუხლი 1-ით განსაზღვრულ სფეროებში. მათი მონაწილეობა შეიძლება იყოს გამოხატული ადამიანური რესურსების, ნოუ-ჰაუს, აღჭურვილობის, მასალების, სახსრების ან მათი ნებისმიერი კომბინაციის სახით. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდნენ, ოქმის განხორციელების პერიოდში თითოეული მხარე ფარავს თავისი პერსონალის და/ან ექსპერტის მგზავრობის ხარჯებს.

2.2  წინამდებარე ოქმის განხორციელების პერიოდში თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს შემდეგით:

  • ინჟინრებისა და მკვლევარების გაცვლის ხელშეწყობა CERN-ის ექსპერიმენტულ პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად;
  • სამეცნიერო, განათლებისა და გადამზადების პროგრამებში ჩართვა, რომელსაც CERN მასპინძლობს, როგორიცაა, CERN-ის საზაფხულო სკოლა. ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა (სსიპ) შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა უნდა დააწესონ გრანტები, რათა მხარი დაუჭირონ CERN-ში CERN-ის პროგრამაში ჩარიცხულ ქართველ სტუდენტებს;
  • CERN-ში გამართულ საჯარო სკოლების მასწავლებელთა მომზადების პროგრამებში მონაწილეობა, თუ ეს შესაძლებელი იქნება ქართულ ენაზე;
  • მხარი დაუჭიროს ორგანიზებასა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მიღებას, რათა გააძლიეროს საქართველოს აკადემიური და ტექნიკური საზოგადოების CERN-ის პროგრამებში შემდგომი ჩართულობა;
  • ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის მხარდაჭერა საქართველოს მონაწილეობის ფარგლებში CERN-ის ექსპერიმენტულ პროგრამაში, როგორიცაა ATLAS და CMS, და შესაძლო სამომავლო მონაწილეობა გრძელვადიან აქსელერატორულ პროგრამებში, რომლებსაც შეუძლიათ სარგებელი მოუტანონ CERN-ს და ამასთან გააძლიერონ საქართველოს სამრეწველო პოტენციალი;
  • CERN-ის მიერ ჰადრონული თერაპიის სფეროში გამოცდილების გაზიარება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეშვეობით პროექტზე „ნაწილაკებით თერაპიის“ ხელშეწყობის მიზნით სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (ad hoc შეხვედრების მეშვეობით CERN-ის ტექნიკურ ექსპერტებთან, ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით); და
  • ხელი შეუწყოს მეორადი აღჭურვილობის გადაცემას, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია, შეწყდეს CERN-ში, თუმცა შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს საქართველოს ლაბორატორიებში, უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში.

2.3 თითოეული მხარის წვლილი პროექტში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საჭირო რესურსები, აქტივობების ხანგრძლივობა და ნებისმიერი მიწოდება, ეტაპები, მიღების პროცედურები და პროექტების მენეჯმენტი ჩამოყალიბდება ამ ოქმის დამატებით დოკუმენტში. პროექტი ექვემდებარება ამ ოქმის დებულებებს, რომლებიც განსხვავდებიან, სადაც ეს შესაძლებელია, დამატებითი დოკუმენტის დებულებების მიხედვით. ცალკეული სამართლებრივი ინსტრუმენტები შეიძლება გაფორმდეს საქართველოს ლაბორატორიებს, უნივერსიტეტებს ან ინსტიტუტებსა (ერთობლივად „ქართული ინსტიტუტები“) და CERN-ს შორის.

 

მუხლი 3

ქართველი ექსპერტების სტატუსი CERN-ში

რამდენადაც საჭიროა CERN-ის ნებისმიერ პროექტში მონაწილეობისთვის, ქართველი პერსონალი (ქართველი ექსპერტები) შეიძლება, დანიშნულ იქნეს ასოცირებული წევრის სტატუსით იმ პირობების და წესების შესაბამისად, რაც დადგენილია CERN-ში პერსონალისათვის, საიდანაც გამომდინარეობს, რომ ქართული პერსონალის ასოცირების პერიოდში (i) ქართველ ექსპერტებს სამართლებრივი კავშირი უნდა ჰქონდეთ ქართულ ინსტიტუტთან, (ii) ქართული ინსტიტუტი პასუხისმგებელია მათ სოციალურ დაზღვევაზე, (iii) ქართველი ექსპერტი უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ადეკვატური სამედიცინო დაზღვევით შვეიცარიასა და საფრანგეთში როგორც თვითონ, ასევე ოჯახის თანმხლები პირები, რაც ასევე უნდა მოიცავდეს პროფესიული დაავადებებისა და უბედური შემთხვევებისაგან ქართველი ექსპერტის დაზღვევას, (iv) სამედიცინო დაზღვევა ფარავს, ასევე, ნებისმიერ სამსახურებრივ მივლინებას პროექტის ფარგლებში და (v) ქართველი ექსპერტი უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საკმარისი ფინანსური რესურსით საკუთარი თავისა და ოჯახის წევრებისათვის. ქართული ინსტიტუტი პასუხისმგებელია CERN-ის წინაშე ნებისმიერი ხარჯისათვის, რომელიც დაკავშირებულია ზემოაღნიშნული დაზღვევის ნაწილის არარსებობასთან ან არაადეკვატურია, ან ნებისმიერი სხვა პასუხისმგებლობის მიმართ, რაც გათვალისწინებულია მე-3 მუხლის რეგულირების საგნით.

 

მუხლი 4

ქცევა და უსაფრთხოება

4.1 თითოეული მხარის ექსპერტმა უნდა შეასრულოს მასპინძელი მხარის მიერ დადგენილი ქცევისა და უსაფრთხოების წესები;

4.2 ნებისმიერი მოწყობილობა და ნივთი, რომელიც მხარემ შეიტანა პროექტში უნდა შეესაბამებოდეს მასპინძელი მხარის უსაფრთხოების წესებს, სადაც ის დამონტაჟდება და იქნება გამოყენებული.

 

მუხლი 5

ინტელექტუალური საკუთრება

5.1 ინტელექტუალური საკუთრება გულისხმობს ყველა იმ ინტელექტუალურ საკუთრებას, ნოუ-ჰაუს ჩათვლით, როგორებიცაა, ნახატები, დიზაინები, დოკუმენტები, გამოგონებები, კომპიუტერული პროგრამები, ინფორმაციები, პროცესები და ოქმები, დაცული ან დაცვადი საიდუმლოება, პატენტები, საავტორო უფლებები და სავაჭრო ნიშნები.

5.2 წინამდებარე ოქმის შესრულებისას ინფორმაციის გამჟღავნება და მისი განხორციელების დამატებებით დოკუმენტები არ ქმნის რაიმე საკუთრების უფლებას მიმღები მხარისთვის.

5.3 მოქმედი შეზღუდვების გათვალისწინებით, თითოეული მხარე ამის შედეგად ანიჭებს მეორე მხარეს უფასო, არაექსკლუზიურ, გადაუცემელ, ქველიცენზირებად ლიცენზიას წინასწარ არსებული ინტელექტუალური საკუთრების („წინარე არსებული ინტელექტუალური საკუთრება“) გამოყენებისათვის, რომელიც განსაზღვრულია მფლობელი მხარის მიერ, ასევე შესაძლებელია, გამოიყენონ მისმა პარტნიორებმა და კონტრაქტორებმა, პროექტის განხორციელებისა და პროექტის მსვლელობისას შემუშავებული ინტელექტუალური საკუთრების („პროცესში წარმოშობილი ინტელექტუალური საკუთრება“) ნებადართული გამოყენების მიზნით. წინარე არსებული ინტელექტუალური საკუთრება მფლობელ მხარესთან რჩება.

5.4. პროცესში წარმოშობილი ინტელექტუალური საკუთრება მიეკუთვნება მხარეს, რომელმაც შექმნა იგი, რომელიც მეორე მხარეს გადასცემს უფასო, არაექსკლუზიურ, არატრანსფერულ, ქველიცენზირებად ლიცენზიას პროცესში წარმოშობილი ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისათვის, მათ შორის, მისი პარტნიორებისა და კონტრაქტორების მიერ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროგრამებისთვის.

5.5. როდესაც პროცესში წარმოშობილი ინტელექტუალური საკუთრება შემუშავებულია მხარეების მიერ ერთობლივად, საკუთრების უფლება  მიეკუთვნებათ მათ ერთობლივად და წინამდებარე მე-5 მუხლში მითითებული პრინციპები გამოიყენება შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით თითოეული მხარის წილის მიმართ ამ პროცესში წარმოშობილ ინტელექტუალურ საკუთრებაში. ერთობლივად გენერირებულ პროცესში წარმოშობილი ინტელექტუალური საკუთრება განისაზღვრება იმ წილის შესაბამისად, რომელიც თითოეულმა მხარემ შეიტანა ამ პროცესში წარმოშობილ ინტელექტუალურ საკუთრებაში პროექტის განხორციელების მიზნით.

5.6. მხარეები თანხმდებიან, რომ წინარე არსებული ინტელექტუალური საკუთრებისა და პროცესში წარმოშობილი ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება მათივე რისკის ქვეშაა. მიმღები მხარე უზრუნველყოფს მიმწოდებელ მხარეს თავისუფალი და უვნებელი ნებისმიერი პასუხისმგებლობისგან, რომელიც წარმოიქმნება მისი გამოყენებისგან, მათ შორის, შემთხვევის მიხედვით, მისი პარტნიორებისა და კონტრაქტორების მხრიდან.

5.7. მეორე მხარის სახელის, აკრონიმის ან ლოგოს ნებისმიერი ფორმით გამოყენება ამ ოქმის შესრულებისას ექვემდებარება გამოხატულ წერილობით თანხმობას მფლობელი მხარის მიერ, რომელიც მას შეუძლია, მისცეს ან შეაჩეროს თავისი შეხედულებისამებრ.

 

მუხლი 6

პუბლიკაციების ღია წვდომის პრინციპი

მხარეები ხელს უწყობენ პრინციპს, რომლის მიხედვითაც შედეგები ხელმისაწვდომი ხდება ღია წვდომის საფუძველზე და მაქსიმალურად გამოიყენებენ მას ნებისმიერი პუბლიკაციის მიმართ, რომელიც დაკავშირებულია წარმოდგენილი ოქმით დარეგულირებულ პროექტთან.

 

მუხლი 7

პასუხისმგებლობა

7.1 თითოეული მხარე თავად აგებს პასუხს ზარალისა და დანაკლისისათვის,  რაც დაკავშირებულია აღნიშნული ოქმის შესრულებასთან, გარდა:

  • მეორე მხარის უხეში გაუფრთხილებლობის და განზრახ გადაცდომის შემთხვევაში;
  • წინამდებარე ოქმის მე-3 ან 5.6 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
  • მეორე მხარის მიერ მასპინძელი მხარის მოქმედი, მათ შორის, უსაფრთხოების წესების, დარღვევისას.

7.2  ზემოხსენებულის მიუხედავად,  არც ერთი მხარე არ იღებს პასუხისმგებლობას მეორე მხარის წინაშე თანმხლები ან ირიბი ზარალის და დანახარჯის გამო,  როგორიცაა, შემოსავლის დაკარგვა ან საკუთარ სამეცნიერო მიღწევებზე ხელმისაწვდომობის დაკარგვა.

 

მუხლი 8

საკონტაქტო პირები

თითოეული მხარე დანიშნავს საკონტაქტო პირებს, რომლებიც ერთად გაუწევენ კოორდინაციას ამ ოქმის სრულად შესრულებას.

 

მუხლი 9

ცვლილებები

თითოეული მხარე უფლებამოსილია, შესთავაზოს წინამდებარე ოქმის ცვლილებები და დამატებები, რომლებიც შეიძლება შევიდეს ძალაში მეორე მხარის მიერ წერილობითი დადასტურების შემთხვევაში.

 

მუხლი 10

შეთანხმების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა

10.1  წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან.

10.2  წინამდებარე ოქმი იმოქმედებს 2008 წლის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ვადით, რაც გულისხმობს მხარის მიერ არსებითი დარღვევის შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე ოქმი სრულად ან ნაწილობრივ, თუ მეორე მხარისთვის დამაკმაყოფილებელი მაკორექტირებელი ქმედება არ განხორციელდება მეორე მხარის მიერ დამრღვევი მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან ერთი (1) თვის განმავლობაში.

შესრულებულია თბილისსა და ჟენევაში ორ ეგზემპლარად, 2023 წლის 8 ივნისის ქართულ და ინგლისურ ენებზე, თითოეული თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

საქართველოს მთავრობის მხრიდან:

 

(ხელმოწერილია)

…………………………………..

 

გიორგი ამილახვარი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

 

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის მხრიდან:

 

(ხელმოწერილია)

…………………………………..

 

იოახიმ იოსეფ მნიხი

კვლევისა და ინფორმატიკის  დირექტორი