საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №99 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №99 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 17/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 154, 31/12/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 05/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.006.932
  • Word
93
17/12/2004
სსმ, 154, 31/12/2004
360.160.000.22.023.006.932
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №99 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.006.932

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

 ბრძანება №93

2004 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №99 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ,,უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებისა და ანაზღაურების წესის შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებისა და ანაზღაურების წესის შესახებ” დებულებაში ცვლილებების შეტანის მიზნით,

,,საქართველოს ტყის კოდექსის” საქართველოს 1999 წლის კანონის შესაბამისად (1999 წლის 22 ივნისი №2124–IIს) 113-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 116-ე მუხლის „გ.ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურ-სების დაცვის მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №99 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2002 წ., №109, მუხ.903-904) უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებისა და ანაზღაურების წესის შესახებ” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ზეზემდგომი ხის უკანონოდ მოჭრის შედეგად მიყენებული ზიანის გაანგარიშება ყველა სანიხრე თანრიგში ხდება პირველი თანრიგით”.

ბ) დებულების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. იმ შემთხვევაში, თუ უკანონოდ მოპოვებული (მოჭრილი) ხე-ტყე სამართალდარღვევის ადგილიდან წაღებულია და შეუძლებელია ტაქსაციური დიამეტრის დადგენა, მაშინ ტაქსაციური დიამეტრის დასადგენად გამოიყენება ფესვის ყელის და ტაქსაციური დიამეტრის ურთიერთდამოკიდებულების გამოსახულება, რომელიც გაიანგარიშება შესაბამისი ცხრილებით ან ფორმულით. ანალოგიურად, თუ უკანონოდ მოპოვებული (მოჭრილი) ხე-ტყე წაღებულია და შეუძლე-ბელია მისი კატეგორიის დადგენა (სამასალეა თუ საშეშე), ასეთ შემთხვევაში ზიანის თანხა იანგარიშება სამასალე მერქნის სანიხრე გადასახადით.”;

გ) დებულების დანართი №1 – ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

დანართი №1

სახელმწიფო ტყის ფონდის მცენარეული რესურსისათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების ცხრილი

უკანონო ტყითსარგებლობის სახე

მიყენებული (დამდგარი) ზიანის ოდენობის დაანგარიშება (ლარებში)

1

2

1. ჭრის შედეგად ტყეკაფში კორომის სიხშირის ნორმაზე დაბლა დაყვანა

ნორმაზე ზევით მოჭრილი ზეზეური ხის მერქნული რესურსის (მ3-ის) სანიხრე გადასახადის ხუთმაგი ოდენობა;

2. კონკრეტულად გამოყოფილ ტყეკაფზე ხმელი, ხმობადი, ძლიერ დაზიანებული ხეების ჭრაში არდანიშვნა (თუ ასეთი ხეების მოცულობა აღემატება ჭრაში დანიშნული ხეების მოცულობის 10%-ს)

ჭრაში არდანიშნული და, შესაბამისად, ტყეკაფში მოუჭრელად დატოვებული ზეზეური ხის მერქნული რესურსის მთლიანი ოდენობის სანიხრე გადასახადის სამმაგი ოდენობა;

3. ტყეკაფის სააღრიცხვო დოკუმენტებში ჭრაში დანიშნულ ხეთა საერთო მოცულობის 10%-ზე მეტად შემცირება ან გაზრდა წინასწარი განზრახვით ან დაუდევრობით

10%-ს გადაცილებულ (გაზრდილ ან შემცირებულ) ყოველ აღრიცხულ ზეზეური ხის მერქნული რესურსის მ3-ზე მერქნის სანიხრე გადასახადის სამმაგი ოდენობა;

4. ტყის ჭრის დროს ჭრაში დაუნიშნავი ხეების წაქცევა ან მათი დაზიანება სასიცოცხლო ფუნქციის დაკარგვით კანონმდებლობით დადგენილ დასაშვებ ნორმაზე ზევით

დასაშვებ ნორმაზე ზევით წაქცეული და დაზიანებული ზეზეური ხის მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის სამმაგი ოდენობა;

5. მოჭრილი, მიყუდებული (საშიში) ხეების დატოვება

ამ ჯიშის ზეზეური ხის მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის ორმაგი ოდენობა;

6. ხე-ტყის დამზადებისას ან სხვა ქმედებისას აღმონაცენი მოზარდის დაზიანება-განადგურება

 დაზიანებულ ან განადგურებულ ყოველ 100მ2 ფართობზე, დაზიანებული ან განადგურებული სახეობის სამასალე მერქნული რესურსის 1მ3-ის სანიხრე გადასახადი;

7. ტყის ჭრა და მოთრევა ტყის ჭრის ბილეთით აკრძალულ პერიოდში

მოჭრილი ხის მერქნული რესურსის სანიხრე ღირებულების ხუთმაგი ოდენობა;

8. ხეების უკანონოდ მოჭრა ან დაზიანება, რამაც მათი სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტა გამოიწვია (ხის ტაქსაციური დიამეტრი –  1,3 მეტრის სიმაღლეზე ფესვის ყელიდან):

 

ა) 12 სმ-მდე დიამეტრიც

 

ა) მოჭრილი ან დაზიანებული ხის მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის თხუთმეტმაგი ოდენობა;

ბ) 12,1 სმ –16 სმ-მდე დიამეტრიც

ბ) მოჭრილი ან დაზიანებული ხის მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის ათმაგი ოდენობა;

გ) 16,1 სმ –36 სმ-მდე დიამეტრიც

 

გ) მოჭრილი ან დაზიანებული ხის მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის შვიდმაგი ოდენობა;

დ) 36,1 სმ –56 სმ-მდე დიამეტრიც

 

დ) მოჭრილი ან დაზიანებული ხის მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის ხუთმაგი ოდენობა;

ე) 56,1 სმ და ზევით დიამეტრიც

 

ე) მოჭრილი ან დაზიანებული ხის მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის სამმაგი ოდენობა;

9. ტყითსარგებლობის დროს მერქნიან მცენარეთა ისეთი დაზიანება, როდესაც ხეები არ კარგავენ სასიცოცხლო ფუნქციას

დაზიანებული ხეების მერქნული რესურსის ორმაგი სანიხრე გადასახადი;

10. ჭრების განხორციელების შედეგად დარჩენილი (მიღებული) ნარჩენებისაგან ტყეკაფის არგაწმენდა დადგენილი წესის შესაბამისად

გაუწმენდავად დატოვებულ თითოეულ ჰექტარზე გამოზიდული ხის მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის 30%;

11. მერქნის გამოზიდვის დროს ნიადაგის ზედაპირული ფენის დაზიანება და ნიადაგის ეროზიის წინაპირობის შექმნა

ყოველ დაზიანებულ ათას მ2 ფართობზე გამოზიდული ხის მერქნული რესურსის გადასახადის 20%;

12. გამოფისვა

გამოფისული ხის მერქნული რესურსის გადასახადის სამმაგი ოდენობა;

13. ტყის კულტურებისა და ნათესების განადგურება

განადგურებული ტყის კულტურებისა და ნათესების აღდგენითი ღირებულების ხუთმაგი ოდენობა;

14. ტყის კულტურებისა და ნათესების დაზიანება

დაზიანებული ტყის კულტურებისა და ნათესების აღდგენითი ღირებულების სამმაგი ოდენობა;

15. სადღესასწაულო მიზნით 15 ნოემბრიდან 15 იანვრამდე წიწვიანი სახეობის მერქნიან მცენარეთა არაზრდასრული სახეობების უკანონოდ მოჭრა, ტრანსპორტირება, დასაწყობება ან რეალიზაცია

ყოველ მოჭრილ მცენარეზე მოცემული სახეობის წვრილი 4-13 სმ-მდე სამასალე მერქნის 1 მ3-ის მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის სამმაგი ოდენობა;

16. წიწვიანი სახეობის მერქნიან მცენარეთა ზრდასრული სახეობებისათვის ვარჯის წვერის წაჭრით მცენარის დაზიანება

დაზიანებული მცენარის სახეობის მერქნის სანიხრე გადასახადის ორმაგი ოდენობა;

17. მინდორსაცავი ტყის ზოლების ან სხვა დამცავი ნარგაობის უკანონო ჭრა

იმავე სახეობისა და მოცულობის ზეზეური ხის მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის ათმაგი ოდენობა;

18. მინდორსაცავი ტყის ზოლების ან სხვა დამცავი ნარგაობის დაზიანება

იმავე სახეობის და მოცულობის ზეზეური ხის მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის ხუთმაგი ოდენობა;

19. იშვიათი სახეობის, ნაყოფმომცემი მცენარეების (ჯონჯოლი, ქაცვი, კოწახური, შინდი, ნუში და სხვა) დაზიანება ტოტების მოჭრით

ყოველ დაზიანებულ მცენარეზე, მოცემული სახეობის მოპოვებული ნაყოფის საბაზრო ღირებულების სამმაგი ოდენობა;

20. იშვიათი სახეობის, ნაყოფმომცემი მცენარეების (ჯონჯოლი, ქაცვი, კოწახური, შინდი, ნუში და სხვა) მოჭრა

 ყოველ მოჭრილ მცენარეზე, მოცემული სახეობის საშუალო ნაყოფმსხმოიარობისას რესურსის საბაზრო ღირებულების ოთხმაგი ოდენობა;

21. სადღესასწაულო, რელიგიური ან სხვა მიზნებით ბზის ან უთხოვრის დაზიანება ტოტების მოჭრით

ყოველ დაზიანებულ მცენარეზე, ამავე სახეობის და მოცულობის 1მ3-ის სამასალე მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის 15%;

22. ზეხმელი, ჩახერგილი (მათ შორის წაქცეული) ხეების უნებართვოდ მოჭრა, დამზადება და უნებართვოდ გამოზიდვა

ასეთი ხეების მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის ორმაგი ოდენობა;

23. უკანონო ძოვება

დაზიანებულ ან განადგურებულ მცენარეზე მოცემული სახეობის წვრილი 4-13 სმ-მდე სამასალე მერქნის 1მ3-ის მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის 20%;

24. ტყის ფონდის მიწის ფართობის მითვისება (თვითნებური დაკავება, ასევე დაუბრუნებლობა)

თითეულ მ2 ფართობზე მოცემული ადგილისათვის აუქციონზე გამოტანილი მ2-ის ფასის სამმაგი ოდენობა;

25. ტყის ნიადაგის ნაყოფიერი (ჰუმუსოვანი) ფენის თვითნებური მოხსნა

თითოეულ თვითნებურად მოხსნილი (ჰუმუსოვანი) ფენის მ3-ის საბაზრო ღირებულების ორმაგი ოდენობა;

26. ტყითსარგებლობის განხორციელებისას გამყოფი (საკვარტალე) და ტყეკაფის მაჩვენებელი ბოძების დაზიანება-განადგურება

საკვარტალე და ტყეკაფის მაჩვენებელი ბოძის დამზადებისა და მისი ადგილებზე დაყენების სამუშაოების ღირებულების ორმაგი ოდენობა;

27. ტყის არამერქნული რესურსების (სოკოების, სამკურნალო, ტექნიკური ნედლეულისა და სხვა ბალახეულის, ბუჩქოვანი მცენარეებისა და მათი პროდუქტების) უნებართვოდ შეგროვება სამეწარმეო მიზნით ან რესურსის მოპოვება ტყითსარგებლობის ბილეთში მითითებული ტერიტორიის გარეთ

მოპოვებული რესურსის საბაზრო ღირებულების სამმაგი ოდენობა;

28. ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით (თესლი, ნაყოფი, ძირკვი, ლაფანი, ფიჩხი, ნეკერი და სხვა) სამრეწველო მიზნით სარგებლობა ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გარეშე ან სარგებლობა ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტში მითითებული ტერიტორიის გარეთ

მოპოვებული პროდუქციის ხუთმაგი სანიხრე გადასახადი;

29. უკანონო თიბვა

 

უკანონოდ გათიბულ ფართობზე დამზადებული თივის საბაზრო ღირებულების ხუთმაგი ოდენობა;

30. უკანონო ხვნა

 

უკანონოდ მოხნულ ფართობზე შესაბამისი რაიონისათვის დადგენილი სახნავი ფართობის წლიური გადასახადის ხუთმაგი ოდენობა;

31. 0,4-მდე სიხშირის კორომებში სანიტარიული ჭრა (ზეხმელი, ხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრა) და ხეების გამოტანა, განსაკუთრებული აუცილებლობისა და /ან სათანადო არგუმენტების არარსებობისას

მოჭრილი ხის სახეობის მერქნული რესურსის მარაგის სანიხრე გადასახადის ორმაგი ოდენობა.

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.                                                    

თ. ლებანიძე