დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 94/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 27/09/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/09/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018349 |
|
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებით (სსმ, 140, 29/10/2010, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016026) დამტკიცებულ „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ოლიმპიადის მონაწილე – საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მოსწავლე, რომელიც შესაბამისი საგნის მიხედვით დარეგისტრირდა ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად, ამ წესის შესაბამისად.“; 2. მე-11 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა შეუძლია როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მოსწავლეს, რომელიც დარეგისტრირდება ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად.“. ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 – 13 პუნქტები: „11. ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლის რეგისტრაცია ხორციელდება ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში, ელექტრონულად, სპეციალური ელექტრონული პროგრამის (სარეგისტრაციო პროგრამის) გამოყენებით. 12. რეგისტრაციის დროს მოსწავლე: ა) ირჩევს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასახელებას, სადაც სწავლობს, ასევე შესაბამის რეგიონსა და მუნიციპალიტეტს; ბ) შესაბამის ველში უთითებს თავის პირად ნომერსა და მობილური ტელეფონის ნომერს; გ) ირჩევს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფარგლებში ჩასაბარებელ საგანს/საგნებს; დ) ავსებს პაროლის ველს, რომლის გამოყენებითაც შეძლებს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში (სარეგისტრაციო პროგრამაში) შესვლას. 13. რეგისტრაციის დადასტურების თაობაზე შეტყობინებას მოსწავლე მიიღებს მობილურ ტელეფონზე.“; გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. იმ შემთხვევაში, თუ პირი არის წინა წლის შესაბამისი საგნის/საგნების ოლიმპიადის გამარჯვებული ან საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის წინა წლების ეროვნული/სასკოლო ნაკრები გუნდის წევრი/რეზერვისტი და იგი საპატიო მიზეზით ვერ გაივლის რეგისტრაციას/ვერ მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადის პირველ ან მეორე ტურში, მას უფლება აქვს გავიდეს ოლიმპიადის შემდეგ ტურში იმ საგანში/საგნებში, რომლებზეც ვერ მიიღო მონაწილეობა პირველ ან მეორე ტურში. საპატიო მიზეზს განსაზღვრავს ცენტრი. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილის ან წინა წლების ეროვნული ნაკრები გუნდის წევრის/რეზერვისტის თაობაზე ცენტრი ეყრდნობა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები