დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დაბა ბაკურიანში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) და დავით აღმაშენებლის ქუჩის ნაწილისათვის სახელწოდების ცვლილების და გოდერძის ჩოხელის სახელწოდების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-17. 17232653 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.139.016020 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-17.17232653
2023 წლის 22 სექტემბერი
ქ. ბორჯომი
დაბა ბაკურიანში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) და დავით აღმაშენებლის ქუჩის ნაწილისათვის სახელწოდების ცვლილების და გოდერძის ჩოხელის სახელწოდების მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის „ა“ და „ი“ ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვის და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სამთავრობო კომისიის 2023 წლის 21 აგვისტოს №38 ოქმის საფუძველზე,
1. დაბა ბაკურიანში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტებს (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) ასევე აღმაშენებლის ქუჩის ნაწილს შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს:
ა) გოდერძი ჩოხელის სახელობის ქუჩა, დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) გოდერძი ჩოხელის ქუჩის I შესახვევი, დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) გოდერძი ჩოხელის ქუჩის II შესახვევი, დანართი №3-ის შესაბამისად;
დ) გოდერძი ჩოხელის ქუჩის I ჩიხი, დანართი №4-ის შესაბამისად;
ე) გოდერძი ჩოხელის ქუჩის II ჩიხი, დანართი №5-ის შესაბამისად;
ვ) გოდერძი ჩოხელის ქუჩის III ჩიხი, დანართი №6-ის შესაბამისად;
2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №60ა).
ბორჯომის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები