„საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №264 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 181
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 26/09/2023
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016314
181
26/09/2023
ვებგვერდი, 27/09/2023
310150000.54.066.016314
„საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №264 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №181

2023 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №264 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №264 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/12/2013, 310150000.54.066.016061) დამტკიცებულ „საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ტვირთი – სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადასაზიდი (გადაზიდვას დაქვემდებარებული) ნებისმიერი ქონება, მათ შორის საფოსტო გზავნილი, გარდა საბორტო მარაგებისა და თანმხლები ან არასწორად გაგზავნილი ბარგისა;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საფოსტო გზავნილი – საფოსტო ოპერატორის მიერ მიღებული/გაგზავნილი საბოლოო ფორმის დამისამართებული გზავნილი.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ამ წესის მიზნებისთვის, ტვირთი მოიცავს საფოსტო გზავნილებსაც.“.

3. №1 და №2 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიკატები ჩანაცვლდეს ამ ბრძანების შესაბამისად გაცემული სერტიფიკატებით, 2023 წლის 1 დეკემბრამდე.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი