დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის N04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 26/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/09/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310010010.77.090.016025 |
|
„ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის №04/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 06/04/2022, 310010010.77.090.016004) დამტკიცებულ ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. იმ შემთხვევაში, თუ გადამზიდველთან დასაქმებული სატრანსპორტო მენეჯერის ან/და მძღოლის შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი წერილობითი ვადიანი დოკუმენტი (დანართი №3) უკვე წარმოდგენილია სააგენტოში, გადამზიდველის ან მისი წარმომადგენლის მიერ განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტებთან ერთად მისი ხელახლა სააგენტოში წარმოდგენა არ არის სავალდებულო, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 2. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დგინდება, რომ გადამზიდველი შესაბამის თვეში არ იყენებს ნებართვას (ან რომელიმე შეზღუდული ქვეყნის კვოტას), მას ეძლევა გაფრთხილება ნებართვის შესაძლო ჩამორთმევის შესახებ. გაფრთხილების მიუხედავად, გადამზიდველის მხრიდან მომდევნო თვეში ნებართვის (ან შესაბამისი შეზღუდული ქვეყნის კვოტის) გამოუყენებლობის შემთხვევაში, გარდა ობიექტური მიზეზის არსებობისა (მაგალითად: ავტოსატრანსპორტო საშუალებების მწყობრიდან გამოსვლა, ბუნებრივი მოვლენების გამო სატრანსპორტო ოპერაციების გაჭიანურება, ბაზარზე კვალიფიციური მძღოლების ნაკლებობის გამო არსებული სირთულეები და სხვა), კომისია იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ნებართვის (ან შესაბამისი შეზღუდული ქვეყნის კვოტის) ჩამორთმევის შესახებ.“. 3. დანართ №1-ში და დანართ №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები