„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის № 13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის № 13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27071
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 26/10/2022
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016715
27071
26/10/2022
ვებგვერდი, 25/09/2023
000000000.00.00.016715
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის № 13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №27071

2022 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის № 13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების:

) მე-4 მუხლის:

.) მე-121 პუნქტის შემდეგ დაემატოს 122 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„122. იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმში მყოფ პირს, შესაბამისი რეჟიმის გახსნის შემდგომ, პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით მიჩნეულია რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის დაწყებამდე წარმოშობილ საგადასახადო დავალიანებად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდება აღიარებული საგადასახადო დავალიანების (ძირითადი გადასახადი, ჯარიმა და საურავი) გამიჯვნა (შემცირება);

.) 122 პუნქტის შემდეგ დაემატოს მაგალითი 22 და მაგალითი 23 შემდეგი რედაქციით:

მაგალითი 22:

სასამართლომ 2022 წლის 20 მარტს გამოიტანა განჩინება შპს „ელიტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე. სასამართლოს განჩინება გამოქვეყნდა 2022 წლის 21 მარტს. 2022 წლის 20 მარტის მდგომარეობით გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 20 000 (ძირითადი გადასახადი, ჯარიმა, საურავი) ლარს, რომელიც გამიჯნულ (შემცირებულ) იქნა მიმდინარე გადასახადებისგან. ხოლო დავალიანება, რომელიც არ არის აღიარებული, შეადგენს 30 000 ლარს.

2022 წლის 10 აგვისტოს შპს „ელიტის“ დროებითი ბარათიდან გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე შესაბამისი სავადოებით გადატანილ იქნა არაღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა (30 000 ლარი). შესაბამისად, 2022 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით, გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 30 000 ლარის ოდენობით, ხოლო გამიჯნული (შემცირებული) თანხა – 20 000 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 18 აგვისტოს გამოიტანა განჩინება (რომელიც კანონიერ ძალაშია შესული), სადაც აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე არსებული თანხა (30 000 ლარის ოდენობით) წარმოადგენს რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნამდე წარმოშობილ დავალიანებას. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამიჯვნა ( შემცირება).

მაგალითი 23:

სასამართლომ 2022 წლის 20 მარტს გამოიტანა განჩინება შპს „ელიტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე. სასამართლოს განჩინება გამოქვეყნდა 2022 წლის 21 მარტს. 2022 წლის 20 მარტის მდგომარეობით გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 20 000 (ძირითადი გადასახადი, ჯარიმა, საურავი) ლარს, რომელიც გამიჯნულ (შემცირებულ) იქნა მიმდინარე გადასახადებისგან.

2022 წლის 10 ივნისს შპს „ელიტის“ მიერ განხორციელდა 2020 წლის პერიოდის დეკლარაციების დაზუსტება, რის შემდგომაც პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა საგადასახადო დავალიანება 15 000 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 20 ივნისს გამოიტანა განჩინება (რომელიც კანონიერ ძალაშია შესული), სადაც აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე არსებული თანხა (15 000 ლარის ოდენობით) წარმოადგენს რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნამდე წარმოშობილ დავალიანებას. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამიჯვნა ( შემცირება).“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                              ლევან კაკავა