„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 98
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2023
ძალაში შესვლის თარიღი 02/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.017137
98
22/09/2023
ვებგვერდი, 25/09/2023
120010000.22.026.017137
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს

თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება №98

2023 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 

ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №134 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016681) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  მე-3 მუხლს „“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) განსაზღვრულ მიმართულებებზე, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის სადაზვერვო ოპერაციების განხორციელება;”.

2. მე-4 მუხლის:

პირველ პუნქტს „“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) დაზვერვის ცალკეული ასეული;“;

მე-2 პუნქტს „“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) დაზვერვის ცალკეული ასეული:

1.ა) უზრუნველყოფს განსაზღვრულ მიმართულებებზე, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის სადაზვერვო ოპერაციების განხორციელებას;

1.ბ) მონაწილეობს გაერთიანებულ (ეროვნულ) და საერთაშორისო სწავლებებში;

1.გ) უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების დაგეგმვასა და განხორციელებას;

1.დ) მხარს უჭერს სრული სპექტრის ოპერაციების წარმოებას;

1.ე) კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში/ოპერაციებში;

1.ვ) უზრუნველყოფს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას, აგრეთვე, ზემდგომი ხელმძღვანელობის მითითებებისა და დავალებების შესრულებას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 2 ოქტომბრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე